ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის შეთავაზებები აბიტურიენტებისთვის

ტრენინგები, მასტერკლასები, შეხვედრები და ვორკშოპები – „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ ივნისის თვეში აბიტურიენტებისთვის მრავალფეროვან ღონისძიებებს გეგმავს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება და აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართეს. სწორედ ამ შეხვედრაზე დაანონსდა იქ აქტოვებებიც, რომლებსაც აბიტურიენტები საჩუქრად მიიღებენ. ღონისძიებებზე რეგისტრცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს სრულიად უფასოდ შეუძლია. დაგეგმილი აქტოვობები მიზნად ისახავს, აბიტურიენტებს სამომავლო პროფესიის არჩევასა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ ვიცე რექტორის ემინ ჰაჯიევის განმარტებით, უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდებისთვის და ამავდროულად, მაქსიმალურად ეხმარება აბიტურიენტებსაც.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში“ სწავლაზე მოთხოვნა იზრდება. მომავალ წელს სტუდენტების გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით. მინდა გითხრათ, რომ მეტ სტუდენტს ველოდებით არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. აქტიურად ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, შუა აზიის ქვეყნებიდან. მათთვის არა მხოლოდ მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს, არამედ მნიშვნელოვან არაფორმალურ აქტივობებსაც ვგეგმავთ. მათ შორის, იქნება ელჩის საათი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრას და საუბარს. ასევე ვგეგმავთ ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრებს სტუდენტებთან. პარალელურად, ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული თემატიკის მასტერკლასი თუ ვორკშოპი ჩავატაროთ აბიტურიენტებისთვის. ამ გზით ვცდილობთ, მათ დავანახოთ რას ნიშნავს იყო ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტი. ივნისი აბიტურიენტებისთვის დაგეგმილი აქტივობებით განსაკუთრებით დატვირთულია. მათთვის უკვე დაგეგმილია ტრენინგი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარება. ასევე ხშირად ვატარებთ კონკურსებს. ამჯერად აბიტურიენტებს ფეიქ ნიუსის თემაზე შევთავაზებთ კონკურსს. ასევე დაგეგმილია დიპლომატიურ ეტიკეტთან დაკავშირებული ტრენინგი,“ – განაცხადა ემინ ჰაჯიევმა.

ამ ეტაპზე „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი“ 3 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს. ესენია: საბაკალავრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება და მასაკომიუნიკაცია. სამაგისტრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. უნივერსიტეტის ყველა კამპუსში სასწავლო პროგრამები ანალოგიური სილაბუსებითა ხორციელდება. პროგრამებზე ასწავლიან „ვებსტერის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა ქვეყნის კამპუსიდან მოწვეული ლექტორები, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებული სპეციალისტები არიან. ყველა მათგანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით; იკავებენ წამყვან პოზიციებს როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებში და აქტიურად არიან ჩართულები კვლევით საქმიანობაში.

ლისი ელისაბედ ალავერდაშვილი „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეურთდა და აღნიშნავს, რომ მისი მოლოდინი სრულად გამართლდა.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობ. უნივერსიტეტში მეორე სემესტრში გადმოვედი ესპანეთიდან და მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოლოდინი სრულად გამართლდა. უნივერსიტეტის აქტიური შეთავაზებებიდან ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ 1 ან 2 სემესტრი ვებსტერის ნებისმიერ კამპუსში ისწავლონ დამატებითი გადასახადის გარეშე. მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტი სავსეა სილაღით, რაც მაღალი დონის განათლების მოწოდების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია. მათთვის, ვისაც ამერიკული განათლების მიღება სურს საქართველოში, ეს იდეალური ადგილია,“ – აღნიშნავს ლისი ელისაბედ ალავერდაშვილი.

უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) – ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.