Webster University Georgia-ში სწავლა

საბაკალავრო პროგრამა

გაიგეთ მეტი ჩვენი ბაკალავრის პროგრამების შესახებ

სამაგისტრო პროგრამა

გაიგეთ მეტი ჩვენი მაგისტრატურის პროგრამების შესახებ

განათლება გლობალური პერსპექტივით

Გაიგეთ მეტი განაცხადის პროცესის შესახებ, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე.

მიღება

Საქართველოს მოქალაქეებისთვის

Საბაკალავრო საფეხურზე მიღების პროცესი

Webster University Georgia-ში საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად  დაგჭირდებათ:

  • წარმატებით ჩააბაროთ ეროვნული გამოცდები;
  • წარადგინოთ სკოლის ატესტატი საშუალო ქულით 2.5 (GPA) ან მასთან გათანაბრებული 4 ბალიანი სკალიდან;
  • წარადგინოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, IELTS 6.0-ის ტოლ ან უფრო მაღალ დონეზე, ან ჩააბარეთ შიდა გამოცდა.

აპლიკანტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ვებსტერის უნივერსიტეტირ მიერ დადგენილ ინგლისური ენის მოთხოვნებს, ჩაირიცხებიან ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე (English as a Second Language / ESL). ეს კურსი ტარდება პირველი ორი სემესტრის განმავლობაში. მეცადინეობები მიმდინარეობს სტუდენტის სპეციალობასთან დაკავშირებულ სხვა საგნებთან ერთად და ითვლება მათ ხარისხში არჩევითი საგნების სახით.

Webster University Georgias-ს პროგრამებზე განაცხადის შემოსატანად, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ეროვნული გამოცდები და შემდეგ გააკეთოს განაცხადი, რათა შემოდგომიდან (ოქტომბერი) შეძლოს სწავლის დაწყება. 

საბაკალავრო პროგრამების კოდები:

პროგრამა

Პროგრამის კოდი

Ბიზნესის ადმინისტრირება

202 01 01

Მედია კომუნიკაციები / მასკომუნიკაცია

202 01 02

Საერთაშორისო ურთიერთობები

202 01 03

ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარებისთანავე აბიტურიენტს ეძლევა სარეიტინგო დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხვა Webster University Georgia-ში. სტუდენტებმა, რომლებმაც აირჩიეს ვებსტერის უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით, განაცხადები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 15 სექტემბრისა, webster.edu-ს მისაღებ პორტალზე.

– სკოლის დასრულების საბუთი

თითოეულმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა ზოგადი განათლების ან საშუალო სკოლის დიპლომი. აპლიკანტები, რომლებიც გეგმავენ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში, საბაკალავრო საფეხურზე სწავლას, უნდა დაასრულონ სკოლა ვებსტერის უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და დააკმაყოფილონ პროგრამის მიღების ყველა სტანდარტი. აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალო ქულა (GPA) 2.5 (4.0 სკალაზე) ან ექვივალენტი წარმატებით ჩარიცხვისთვის.

– ტრანსკრიპტი

სკოლის მოწმობის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ან შესაბამისი ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან). თუ პირს მიღებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი საზღვარგარეთ, წარდგენილი უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
 
  • IELTS: 6.0 მინიმალური ქულა
  • TOEFL iBT: 80 მინიმალური ქულა
  • Duolingo: 110 მინიმალური ქულა
  • SAT-ის ინგლისურზე დაფუძნებული კითხვა და წერა: 450 მინიმალური ქულა
  • ACT კომპოზიტური ქულა: 23 მინიმალური ქულა

ან უნდა ჩააბაროთ Webster University Georgia-ს მიერ ჩატარებული ინგლისური ენის გამოცდა.

პასპორტი

თქვენი ჩარიცხვის დასასრულებლად, ასევე დაგჭირდებათ თქვენი პასპორტის დასკანერებული ფაილი ან ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვნის შემთხვევაში აიტვირთება პირის დაბადების მოწმობა და ხელშეკრულების ხელმომწერი მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დაბადების მოწმობის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

– სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი საბუთი

სამხედრო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატები)

– დოკუმენტის ენა

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ან ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუ ეს დოკუმენტები არ არის ორიგინალი ინგლისურ ენაზე, გთხოვთ წარადგინოთ, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ორიგინალსა და თარგმანის სკანირებული ვერსიასთან ერთად.

ყველა განაცხადი Webster University Georgia-ში იგზავნება ონლაინ. განაცხადის გაგზავნა

მას შემდეგ რაც მივიღებთ თქვენს განცხადებას და დოკუმენტებს ონლაინ სისტემის მეშვეობით, ჩვეულებრივ ხუთი სამუშაო დღე სჭირდება თქვენი კანდიდატურის განხილვას და გადაწყვეტილების გამოგზავნას ელექტრონული ფოსტით.

განმცხადებლის მიღების შემდეგ, მათ მოეთხოვებათ ხელი მოაწერონ კონტრაქტს ვებსტერის უნივერსიტეტთან და გადაიხადონ პირველი აკადემიური სემესტრის საფასური.

შენიშვნა: კანონით დაშვებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე უნდა აიტვირთოს: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის) ასლი, მეურვეობა და ა.შ. და დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ სტუდენტის სწავლის საფასურის მიღების შემდეგ. სტუდენტებს ვურჩევთ უმოკლეს ვადაში გადაიხადონ სწავლის საფასურის ნახევარი, რათა გარანტირებული იყოს მათთვის სასურველსემესტრში სწავლა. Დარჩენილი მეორე ნახევრის გადახდა შესაძლებელია მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე.

საბაკალავრო საფეხურის წლიური გადასახადი შეადგენს 7900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. 

Საქართველოს მოქალაქეებისთვის

სამაგისტრო საფეხურზე მიღების პროცესი

Webster University Georgia-ს სამაგისტრო საფეხურზე ჩაბარებისთვის აუცილებელია: 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
  • ბაკალავრის დიპლომი  (GPA) 3.0, ან მასთან გათანაბრებული ქულით 4 ბალიანი სკალიდან;
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი, ინგლისური ენის შიდა გამოცდაზე გასვლა;
  • ინგლისურ ენოვანი გასაუბრების გავლა.

2023 წლის შემოდგომიდან Webster University Georgia-ს სამაგისტრო საფეხურზე სწავლისთვის  კანდიდატი უნდა დარეგისტრირდეს ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე. 

სტუდენტს შეუძლია ჩარიცხოს Webster University Georgia-ში რეიტინგის დოკუმენტის საფუძველზე. გარდა ამისა, სარეიტინგო დოკუმენტისთვის სტუდენტებმა უნდა წარადგინონ განაცხადები არაუგვიანეს 2023 წლის 15 სექტემბრისა, webster.edu-ს მისაღებ პორტალზე.

– უნივერსიტეტის დასრულების საბუთი

თითოეულმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მათ უნივერსიტეტის დასრულებას, როგორიცაა ტრანსკრიპტი, ბაკალავრის დიპლომი ან ექვივალენტი. აპლიკანტი, რომელიც განიხილება ვებსტერის უნივერსიტეტში სამაგისტრო  საფეხურზე სწავლის კანდიდატად, უნდა დაასრულონ ბაკალავრიატი ვებსტერის უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აკმაყოფილებდეს პროგრამის მიღების ყველა სტანდარტს. აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალო ქულა (GPA) 3.0 (4.0 სკალაზე) ან ექვივალენტი სრული მისაღებისთვის.

– ტრანსკრიპტი

თითოეულმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური ტრანსკრიპტი

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
  •  

ჩვენ ვიღებთ მრავალ ინგლისური ენის დამადასტურბელ სერტიფიკატს, იხილეთ ჩამონათვალი:


  • IELTS: 6.0 მინიმალური ქულა
  • TOEFL iBT: 80 მინიმალური ქულა
  • Duolingo: 110 მინიმალური ქულა
  • SAT-ის ინგლისურზე დაფუძნებული კითხვა და წერა: 450 მინიმალური ქულა
  • ACT კომპოზიტური ქულა: 23 მინიმალური ქულა

ან უნდა ჩააბაროთ Webster University Georgia-ს მიერ ჩატარებული ინგლისური ენის გამოცდა.

– Სხვა დოკუმენტები

სამაგისტრო გამოცდის მოწმობის ასლი (სამაგისტრო გამოცდის სარეგისტრაციო დოკუმენტის ასლი)
სამხედრო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატები)

პასპორტი

თქვენი ჩარიცხვის დასასრულებლად, ასევე დაგჭირდებათ თქვენი პასპორტის დასკანერებული ფაილი ან ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

– დოკუმენტის ენა

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ან ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუ ეს დოკუმენტები არ არის ორიგინალი ინგლისურ ენაზე, გთხოვთ წარადგინოთ, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ორიგინალსა და თარგმანის სკანირებული ვერსიასთან ერთად.

ყველა განაცხადი Webster University Georgia-ში იგზავნება ონლაინ. განაცხადის გაგზავნა

მას შემდეგ რაც მივიღებთ თქვენს განცხადებას და დოკუმენტებს ონლაინ სისტემის მეშვეობით, ჩვეულებრივ ხუთი სამუშაო დღე სჭირდება თქვენი კანდიდატურის განხილვას და გადაწყვეტილების გამოგზავნას ელექტრონული ფოსტით.

ყველა განმცხადებელი, რომელიც გაივლის ზემოაღნიშნულ ეტაპებს, გასაუბრებას გაივლის ვებსტერის წარმომადგენლებთან. მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატებს ეგზავნება ელექტრონული ფოსტით.

განმცხადებლის მიღების შემდეგ, მათ მოეთხოვებათ ხელი მოაწერონ კონტრაქტს ვებსტერის უნივერსიტეტთან და გადაიხადონ პირველი აკადემიური სემესტრის საფასური.

ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ სტუდენტის სწავლის საფასურის მიღების შემდეგ. სტუდენტებს ვურჩევთ გადაიხადონ სწავლის საფასური რაც შეიძლება მალე, რათა გარანტირებული იყოს მათთვის სასურველ სემესტრში სწავლის შესაძლებლობა. სწავლის მეორე ნახევრის გადახდა შესაძლებელია მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე. 

სამაგისტრო საფეხურის წლიური გადასახადი შეადგენს 8600 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. 

სწავლის საფასური და პოლიტიკა

საბაკალავრო საფეხურზე სწავლის საფასური და პოლიტიკა

სწავლის წლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის,  2023-2024 სასწავლო წელს, შეადგენს 7,900 აშშ დოლარს და 8,900 აშშ დოლარს ყველა საერთაშორისო სტუდენტისთვის. საფასურის გადახდა შესაძლებელია ყოველი სემესტრის დასაწყისში ნახევრად. ანგარიშსწორება ხდება გადასახადის ექვივალენტ ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით. ყველა საერთაშორისო სტუდენტმა უნდა გადაიხადოს 170 აშშ დოლარი განაცხადის საფასური.

Სწავლის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტმა დაწეროს განცხადება რექტორის სახელზე. დამატებითი ინფორმაცია ბაკალავრიატის სწავლის საფასურის დაბრუნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის კატალოგში.

სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საფასური და პოლიტიკა

სწავლის წლიური საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის არის უცვლელი გადასახადი 8600 აშშ დოლარი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 9600 აშშ დოლარი ყველა საერთაშორისო სტუდენტისთვის. საფასურის გადახდა შესაძლებელია ყოველი სემესტრის დასაწყისში ნახევრად. ანგარიშსწორება ხდება გადასახადის ექვივალენტ ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით. ყველა საერთაშორისო სტუდენტმა უნდა გადაიხადოს 170 აშშ დოლარი განაცხადის საფასური.

Სწავლის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტმა დაწეროს განცხადება რექტორის სახელზე. დამატებითი ინფორმაცია ბაკალავრიატის სწავლის საფასურის დაბრუნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის კატალოგში.

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584

Tbilisi@Webster.edu