აკრედიტაცია და რეიტინგი

ჩვენ ვამაყობთ სამხრეთ კავკასიაში ნამდვილი ამერიკული განათლების შემოტანით, რაც დაკავშირებულია აკრედიტებულ სასწავლო გეგმასთან და ეროვნულ აღიარებასთან როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში. წაიკითხეთ მეტი ჩვენი აკრედიტაციებისა და რეიტინგის შესახებ ქვემოთ.

აკრედიტაცია და აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიანიჭა  ვებსტერის უნივერსიტეტს (I/D 405424526) საქართველოში. 

ვებსტერის უნივერსიტეტს აქვს სრულ ინსტიტუციური აკრედიტაცია უმაღლესი სწავლების კომისიისგან (Higher Learning Commission).  HLC გახლავთ უმაღლესი დონის აკრედიტაციის სააგენტო შეერთებული შტატებში ჩრდილო-ცენტრალურ რეგიონში დაფუძნებული უნივერსიტეტებისთვის.

ვებსტერის უნივერსიტეტი 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით იქ, სადაც უნივერსიტეტი გთავაზობთ პროგრამებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ  აშშ-ს ან სხვა ნებისმიერ კამპუსში.

შეიტყვეთ მეტი HLC-ის შესახებ

ჯორჯ ჰერბერტ უოლკერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა ამაყობს, რომ შედის მსოფლიოს ბიზნეს სკოლების  5%-ს შორის, რომლებმაც მოიპოვეს დარგობრივი აკრედიტაცია ბიზნესის სკოლებისა და პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ (ACBSP -Accreditation Council for Business Schools and Programs) BS, BA, MBA, MS და სადოქტორო პროგრამებისთვის ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

ACBSP გთავაზობთ პროგრამებს, სერვისებს და აკრედიტაციას,  რომელიც ცალსახად არის ორიენტირებული სრულყოფილ სწავლებისა  და სტუდენტების სწავლის შედეგებზე. აკრედიტებულ სკოლებს მოეთხოვებათ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გაიარონ მკაცრი პროცედურები აკრედიტაციის შესანარჩუნებლად. 

Რეიტინგი

2023 წლის ყოველწლიური მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ვებსტერის უნივერსიტეტი 22-ე ადგილს იკავებს შეერთებული შტატების შუა-დასავლეთის უნივერსიტეტებს შორის. Ამავე გამოკითხვის მიხედვით, ვებსტერი დასახელდა ნომერ N1 უნივერსიტეტად  სტუდენტების მხრიდან საფაკულტეტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის და დოქტორის ხარისხის მქონე ლექტორების რაოდენობის მხრივ. 

საუკეთესო კოლეჯები, US News & World Report, რეგიონალური უნივერსიტეტები Midwest 2022

Wall Street Journal-ისა და Times Higher Education-ის ამერიკული უნივერსიტეტებისა და კოლეჯების რეიტინგის მიხედვით, ვებსტერის უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია სტუდენტთა ჩართულობის მხრი. Ჩართულობის მაჩვენებელი  გამოითვლება: სტუდენტის ჩართულობის, სტუდენტის რეკომენდაციის, მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ურთიერთობისა და აკრედიტებული პროგრამის რაოდენობის მიხედვით.

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584

Tbilisi@Webster.edu