ჩვენ შესახებ

მისია და მიზნები

  1. ვებსტერის უნივერსიტეტი არის აშშ-ში დაფუძნებული წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის ხედვაა დაადგინოს გამორჩეული სტანდარტი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
  2. ვებსტერის უნივერსიტეტის, როგორც მსოფლიო მასშტაბით მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია არის სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება, რაც ხელს უწყობს გლობალური მოქალაქისა და სრულყოფილი ინდივიდის ჩამოყალიბებას.
  3. ხედვისა და მისიიდან გამომდინარე, ვებსტერის უნივერსიტეტის მიზანია:
    3.1 სტუდენტებთან მიმართებით: შეინარჩუნოს ინდივიდუალური მიდგომა გლობალური, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში, რაც მიღწევადია მცირე კლასებით, პროფესორ-მასწავლებლებთან და პერსონალთან მჭიდრო ურთიერთობითა და სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობით;
    3.2 სასწავლო პროცესთან მიმართებით: ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რომელიც აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას, ხელს უწყობს საერთაშორისო პერსპექტივიდან საკითხების გააზრებას, ახალისებს შემოქმედებითობასა და განსწავლულობას, აღვივებს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და ადგილობრივი საზოგადოებისა თუ მსოფლიოსთვის აქტიური საქმიანობის უწყვეტ სურვილს;
    3.3. მრავალფეროვნებასა და ინკლუზიასთან მიმართებით: შექმნას გარემო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა კულტურის, ასაკისა და სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობის ინდივიდებისთვის, სტუდენტებს გაუჩინოს პატივისცემის გრძნობა მრავალფეროვნების მიმართ და ხელი შეუწყოს საკუთარი და სხვისი ღირებულებების გაცნობიერებაში;
    3.4 გლობალურ მოქალაქეობასთან მიმართებით: მრავალფეროვანი მოსახლეობის განათლება ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მდგრად მომავალს და გააძლიეროს საზოგადოება.
  4. ვებსტერის უნივერსიტეტის ხედვა, მისია და მიზნები ვრცელდება მის ყველა ფილიალზე, მათ შორის, ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ.-ის ფილიალზე საქართველოში.
  5. ვებსტერის უნივერსიტეტის ხედვის, მისიისა და მიზნებიდან გამომდინარე, ფილიალი ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას ბიზნესის ადმინისტრირებაში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და მასობრივ კომუნიკაციებში და უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი პირების მომზადებას, როგორც საქართველოს, ისე, მსოფლიო შრომის ბაზრისათვის.
ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584

Tbilisi@Webster.edu