Შემოგვიერთდი და
გახდი გლობალური მოქალაქე

Webster University Georgia

ჩვენი პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ თითოეულმა სტუდენტმა გამოიმუშავს შესაბამისი უნარები და ცოდნა, რათა თავისუფლად შეძლოს დღევანდელ გლობალურ გარემოში კონკურენციის გაწევა. ვებსტერის აკადემიური გუნდი შედგება სფეროს ექსპერტებისგან, რომლებიც საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებენ. 

200,000+

კურსდამთავრებული ჩვენს გლობალურ ქსელში

ხარისხიანი განათლება

მიიღეთ საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული დიპლომი

მოქნილი და ხელმისაწვდომი არჩევანი

დააბალანსეთ სამუშაო და ცხოვრებისეული ვალდებულებები მოქნილი სტუდენტური სასწავლო გრაფიკით

საერთაშორისო პერსპექტივა

გამოიყენე შესაძლებლობა მიიღო მაღალი ხარისხის აკადემიური გამოცდილება

რექტორის მიმართვა

„სტუდენტები უბრალოდ არ სწავლობენ სხვა კულტურებს Webster University Georgia-ში – ისინი ყოველდღიურად გამოსცდიან მათ საკუთარ თავზე. შემოგვიერთდით ამ საინტერესო მოგზაურობაში“.

ნენსი ჰელერუდი, JD

რექტორი, Webster University Georgia

Webster University Georgia-ში ჩვენ შევქმენით უნიკალური სასწავლო გარემო, გავაერთიანეთ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან, რათა ხელი შევუწყოთ კულტურულ გაცვლას და უზრუნველვყოთ იმ ცოდნის გაზიარება, რომელიც მრავალფეროვანი და ფართოა. ჩვენი მისია, გავზარდოთ გლობალური მოქალაქეები, დასტურდება ჩვენი მდიდარი მულტიკულტურული გარემოთი. სტუდენტები არა მხოლოდ  სწავლობენ სხვა კულტურებს Webster University Georgia-ში, არამედ ისინი  ყოველდღიურად გამოსცდიან მათ საკუთარ თავზე.

Webster University Georgia უამრავ რესურსს გთავაზობთ ამერიკული დიპლომის მისაღებად, რომელიც აკრედიტებულია ამერიკასა და საქართველოში და აქვს მსოფლიო აღიარება.

Ჩვენთან ჯგუფის  ზომა, როგორც წესი, არ აღემატება 20 სტუდენტს, რაც განაპირობებს ინდივიდუალურ კომუნიკაციას პროფესორებთან, რომლებიც იცნობენ სტუდენტებს სახელებით და უზრუნველყოფენ პერსონიფიცირებულ  მიდგომას თითოეული სტუდენტის საჭიროებებისა და მიღწევების  შესბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ Webster University Georgia, ვებსტერის უნივერსიტეტის რამდენიმე საერთაშორისო კამპუსიდან ერთ-ერთია, ჩვენ გვჯერა, რომ  გთავაზობთ საუკეთესო პირობებს – დიდი კამპუსის გამოცდილებას და პატარა კამპუსის სითბოს, რაც 100 წელზე მეტი დაგროვილი სიბრძნის შედეგია.

შემოგვიერთდით ამ საინტერესო მოგზაურობაში

ცხოვრება
Webster University Georgia-ში

Თქვენი გლობალური სწავლის გამოცდილება იწყება აქ

კურსდამთავრებულთა წარმატება

გაიგე მეტი თუ როგორ ცვლიან ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიოს

აკრედიტაცია და რეიტინგი

გაიგე თუ როგორ ინარჩუნებს ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტაციას მსოფლიოს მასშტაბით 1925 წლის შემდეგ

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584

Tbilisi@Webster.edu