Oxford School • Georgia-სა და Webster University Tbilisi-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს Oxford School Georgia-ს დირექტორმა სოფიკო ქვარცხავამ და Webster University Tbilisi-ს ვიცე-რექტორმა ემინ ჰაჯიევმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ერთობლივი აკადემიური ინიციატივების დაგეგმვასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე.
აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს აკადემიური კავშირების გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის
