ვებსტერის უნივერსიტეტი ტრენინგებსა და მასტერკლასებს აანონსებს

ვებსტერის უნივერისტეტის საქართველოს კამპუსი ერთი წლის გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რაიან გაფეი – ვებსტერის გლობალური კამპუსების გენერალური  დირექტორი და ერიკ კლიკი – ვებსტერის უნივერსიტეტის  აკადემიური და სტუდენტური საქმეების დირექტორი ჩამოვიდნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრაზე, ასევე, დაანონსდა სხვადასხვა კურსი, ტრენინგი და ვორკშოპი, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს მასშტაბით ყველა აბიტურიენტისთვის გაიმართება.

„რეალური თუ ყალბი ამბების კონკურსი” – კომუნიკაციების კომისიასთან პარტნიორობით, საჯარო გამოსვლის მასტერკლასი, ფიჩინგ კონკურსი და პანელური დისკუსია, დიპლომატიური ეტიკეტის მასტერკლასი, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრეინინგები შემდეგ საგნებში: ქართული, ინგლისური, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება, ისტორია; როგორ ავიღო IELTS სერტიფიკატი და საერთო სამაგისტრო გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგები…ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ვებსტერის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს სრული დაფინანსებით სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ის The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ. აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ის მიერ.

საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს, აგრეთვე, ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარია, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი 8600 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ პირველ წელს საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით.

ამ ეტაპზე „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი“ 3 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს. ესენია: საბაკალავრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება და მასკომუნიკაცია. სამაგისტრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. უნივერსიტეტის ყველა კამპუსში სასწავლო პროგრამები ანალოგიური სილაბუსებით ხორციელდება. პროგრამებზე ასწავლიან „ვებსტერის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა ქვეყნის კამპუსიდან მოწვეული ლექტორები, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებული სპეციალისტები არიან.