“ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სწავლის მსურველების რაოდენობა გაორმაგდა“ – “ვებსტერის გლობალური კამპუსების დირექტორი

“ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუს­ში“, რო­მე­ლიც ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კამ­პუ­სია და გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2-წლი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­იხ­სნა, სწავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, მო­თხოვ­ნა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია.

ამ­ჟა­მად “ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუ­სი“ 3 სა­ბა­კა­ლავ­რო და 2 სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. ესე­ნია: სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხუ­რი – სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და მას­კო­მუ­ნი­კა­ცია სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხუ­რი – სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა კამ­პუს­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ანა­ლო­გი­უ­რი სი­ლა­ბუ­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკვე რე­ა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა “ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუს­ში“ მო­თხოვ­ნის ზრდა.

ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პუ­სე­ბის დი­რექ­ტო­რის რა­ი­ან გუ­ფე­ის გან­მარ­ტე­ბით, მათი მი­ზა­ნია, იყ­ვნენ აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც აყა­ლი­ბებს მკა­ფიო სტან­დარტს გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თვის.

“კამ­პუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი წლის წინ გა­იხ­სნა და მა­შინ­ვე მი­ვი­ღეთ რო­გორც ლო­კა­ლუ­რი, ისე ამე­რი­კუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია. ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო 50 კამ­პუ­სი აქვს. ეს სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ად­გილ­დნენ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­სტრია, შვე­ი­ცა­რია, ნი­დერ­ლან­დე­ბი და ჩი­ნე­თიც კი. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სტუ­დენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ,“ – გა­ნა­ცხა­და რა­ი­ან გუ­ფე­იმ.

“ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუ­სის“ ვიცე რექ­ტო­რის ემინ ჰა­ჯი­ე­ვის გან­მარ­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკვე სწავ­ლო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 7 ქვეყ­ნი­დან. ახალ სას­წავ­ლო წელს კი კი­დევ უფრო მეტ ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენტს ელო­დე­ბი­ან.

“ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუს­ში“ სწავ­ლა­ზე მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა. მო­მა­ვალ წელს სტუ­დენ­ტე­ბის გა­ორ­მა­გე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბას ვე­ლო­დე­ბით. მინ­და გი­თხრათ, რომ მეტ სტუ­დენტს ვე­ლო­დე­ბით არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­დან, არა­მედ უცხო­ე­თი­დან. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯან­თან, თურ­ქეთ­თან. მათ­თვის არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი დო­ნის სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვან არა­ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­საც ვგეგ­მავთ. მათ შო­რის, იქ­ნე­ბა ელ­ჩის სა­ა­თი, რაც გუ­ლის­ხმობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რას და სა­უ­ბარს. ასე­ვე ვგეგ­მავთ ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რებს სტუ­დენ­ტებ­თან,“ – გა­ნა­ცხა­და ემინ ჰა­ჯი­ევ­მა.

“ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუს­ში“ სხვა კამ­პუ­სე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 2023-2024-ში აკა­დე­მი­უ­რი წლის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი 7 900$-ს შე­ად­გენს, სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე კი – 8 600$. მა­გა­ლი­თად, ანა­ლო­გი­ურ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე ნი­დერ­ლან­დებ­ში სწავ­ლა ღირს 16 080$, ავ­სტრია – 22 254$, აშშ – 29 680$, შვე­ი­ცა­რია – 36 020$. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სტუ­დენ­ტი სწავ­ლის პირ­ველ წელს მი­ი­ღებს 1000$ ოდე­ნო­ბის გრანტს.

“ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუ­სის“ სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ერთი ან ორი სე­მესტრი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნე­ბის­მი­ერ კამ­პუს­ში გა­ა­ტა­რონ და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე. ეს ნიშ­ნავს, რომ სტუ­დენ­ტე­ბი გა­და­იხ­დი­ან იმ თან­ხას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ღირს სწავ­ლა, თუმ­ცა ის­წავ­ლი­ან შვე­ი­ცა­რი­ა­ში, აშშ-ში ან ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მო­ინ­დო­მე­ბენ. ეს მათ კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. “ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუ­სი“ თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს მისი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო გეგ­მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შედ­გე­ნა­შიც ეხ­მა­რე­ბა.