ფსიქოლოგიის მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (BS)
პროგრამის აღწერა
მეცნიერების ბაკალავრი (BS) ფსიქოლოგიის მეცნიერება სტუდენტს აძლევს ცოდნას ძირითადი ფსიქოლოგიური ცნებების, ბიოლოგიური, შემეცნებითი, პიროვნული და სოციალური კონტექსტის გასაგებად და ინდივიდების ქცევის აღსაწერად.
სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ BS-ს ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში, ექნებად დარგის საფუძვლიანი ცოდნა და გამოუშავდებად კვლევის უნარები, შეეძლებათ მონაცემთა ანალიზის, და შეძლებენ სწავლა განაგრძონ ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით (მაგ. კლინიკური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია და ა.შ.). სტუდენტებს, რომლებიც ამთავრებენ მეცნიერების ბაკალავრიატს (BS) ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში, უნდა მოიპოვონ მაგისტრის ხარისხი რათა მათ შეძლონ პროფესიული ლიცენზიის მიღება.
ფსიქოლოგიის მეცნიერება PSYCHOLOGICAL SCIENCE
მეცნიერების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში/ Bachelor of Science (BSc) in Psychology;
(0313 / ფსიქოლოგია / Psychology);
პროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი;
სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:
• აღწერონ ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიული პერსპექტივები, ემპირიული აღმოჩენები და ისტორიული ტენდენციები;
• ფსიქოლოგიური ფენომენების ინტერპრეტაციისთვის მეცნიერული მსჯელობის გამოყენებას და სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით ძირითადი ფსიქოლოგიური კვლევის ინტერპრეტაციის, დიზაინისა და ჩატარების უნარის დემონსტრირებას;
• შეძლებენ გამოიყენონ ეთიკური სტანდარტები ფსიქოლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის შესაფასებლად და გამოიყენონ ეს სტანდარტები ინტერპერსონალური ურთიერთობების დასამყარებლად და გასაუმჯობესებლად ადგილობრივ და გლობალურ დონეზე;
• ეფექტური წერის დემონსტრირებას, ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამოვლენას და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას;
• განიხილომ პროფესიული მიზნები, მათი ფსიქოლოგიური ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.
• დეტალურად აღწერონ ადამიანის ქცევის ბიოლოგიური და გენეტიკური საფუძვლები;
• შეიმუშავონ კვლევის ჰიპოთეზა ფსიქოლოგიის ხელმისაწვდომ ლიტერატურაზე დაყრდნობით და შეაგროვონ, გაანალიზონ და ინტერპრეტაცია გაუკეთონ მონაცემებს.
საბაკალავრო პროგრამა არის 4 წლიანი. სტუდენტმა ჯამურად უნდა დააგროვოს მინიმუმ 240 ECTS კრედიტი.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.
სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე).
1 აშშ კრედიტი = 2 ECTS კრედიტს
პროგრამა არის ძირითად კომპეტენციაზე დაფუძნებული, 120 საკრედიტო საათიანი პროგრამა (რომელიც არის 240 ECTS – ის ექვივალენტი).
არანაკლებ 240 ECTS-ის დაგროვება;
• ძირითადი – სავალდებულო კურსებს 58 საკრედიტო საათს /116 ECTS;
• გლობალური მოქალაქეობის პროგრამის საათები მოიცავს 30 საკრედიტო საათს/60 ECTS
• არჩევითი კომპონენტები 32 საკრედიტო საათი/64 ECTS
ძირითადი კურსები:
• PSYC 1100 შესავალი ფსიქოლოგიაში – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 1800 კარიერა ფსიქოლოგიაში – 1 საკრედიტო საათი/ 2 ECTS
• PSYC 2750 შესავალი გაზომვასა და სტატისტიკაში – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 2825 შესავალი კვლევის მეთოდებში – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 2975 მეორე კურსის შეფასება – 0 საკრედიტო საათი/ 0 ECTS
• PSYC 3025 ფსიქოლოგია და ეთიკა – 2 საკრედიტო საათი/ 4 ECTS
• PSYC 4750 Advanced Statistics – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 4825 უფროსი დისერტაცია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 4925 Senior Capstone: ისტორია, ფილოსოფია და ფსიქოლოგიის სისტემები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 4950 უფროსი შეფასება – 0 საკრედიტო საათი/ 0 ECTS
ფსიქოლოგიის არჩევითი საგნები (მინიმუმ 3 საკრედიტო საათი 4000 ნომრიან საფეხურის საგანიდან) – 9 კრედიტი საათი/ 18 ECTS
მინიმუმ ერთი კურსი ყოველი შემდეგი ხუთი სფეროდან:
ბიოლოგიური პერსპექტივები
• PSYC 3850 შეგრძნება და აღქმა – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 4300 ჯანმრთელობის ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 4550 ნარკოტიკების და ქიმიკატების დამოკიდებულება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 4650 ბიოფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათიი/ 6 ECTS
კლინიკური და საკონსულტაციო პერსპექტივები
• PSYC 3125 არანორმალური ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 3775 პიროვნების თეორია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 3900 შესავალი კონსულტაციაში – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 4225 შესავალი დამხმარე პროფესიებში – 3 საკრედიტო საათიი/ 6 ECTS
განვითარების პერსპექტივები
• PSYC 2200 ბავშვის ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 2250 მოზარდის ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 2300 Lifespan Development – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 2950 ზრდასრულობისა და დაბერების ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
სწავლა და კოგნიტური პერსპექტივები
• PSYC 3325 გამოყენებითი სწავლის თეორია – 3 საკრედიტო საათიი/ 6 ECTS
• PSYC 3350 კოგნიტური ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 3525 მეხსიერება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 3725 განსჯის და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
სოციალური და კულტურული პერსპექტივები
• PSYC 3475 საერთაშორისო ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 3575 ინდუსტრიული/ორგანიზაციული ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 3600 სოციალური ფსიქოლოგია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
• PSYC 3625 მოტივაცია და ემოცია – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
რეკომენდებული კურსები
• PSYC 4425 სათემო პრაქტიკა – 3 საკრედიტო საათ/ 6 ECTS
ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.
პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.
ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები:
toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).
ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს.
ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა) (A) ფრიადი –91-100 ქულა;
ბ) (B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;
გ) (C) კარგი –71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა
ე) (E) საკმარისი –51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ა) (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
ბ) (F) ჩაიჭრა –40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგებს გამოცხადებიდან.
კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:
ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი
ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა
შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა, ხოლო დასკვნითი შეფასების 20 ქულა.
ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი
ილია ჭავჭავაძის გამზირი 82
თბილისი, საქართველო
+995 550000584