,,ვებსტერის უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში“ აცხადებს მობილობას

,,ვებსტერის უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში“ აცხადებს მობილობას შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10  ადგილი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;

გ) ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი.

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (*TOEFL (ibt: 80), TOEFL (pbt: 550),  IELTS (academic: 6.0), Duolingo (110), Pearson (53), Cambridge academic English (169), password (6.0), 

gtec (1201), itep (3.7), sat’s English-based reading and writing score (450), act composite score (23)).

მობილობის შესახებ განაცხადის გაკეთება დასაშვებია 2024 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 საათამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://students.emis.ge/

მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში 2024  წლის 8 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –  ბინადრობის დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები);

დ) გავლილი საგნების/სასწავლო კურსების აღწერები ან სილაბუსები ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში);

ე) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მობილობის მსურველი იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, 2024 წლის 15 თებერვალს ჩატარდეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.

დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ონლაინ : Tbilisi@webster.edu