კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს სტუდენტთა მოსამზადებლად IT სფეროში შესასვლელად, რათა სტუდენტებმა შემდგომ სწავლა გააგრძელონ იმავე მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე.

კომპიუტერული მეცნიერება COMPUTER SCIENCE

კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი / Bachelor of Computer Science;
(0613 პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი/ Software and Applications Development and Analysis);
პროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი;
სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

  • კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ცოდნის დემონსტრირებას შემდეგ ძირითად სფეროებში:
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები.
  • კომპიუტერული ორგანიზაცია, hardware და არქიტექტურა.
  • მონაცემთა და ინფორმაციის მართვა.
  • აღწერონ, როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური მიღწევები სოციალურ საკითხებზე და პროფესიულ პრაქტიკაზე;
  • ტექნიკური მასალის წერით და ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით ეფექტურად და პროფესიონალურად შესრულებას;
  • პრობლემის გადაჭრის უნარებისა და კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის გამოყენებას პრობლემების გადასაჭრელად.

საბაკალავრო პროგრამა არის 4 წლიანი. სტუდენტმა ჯამურად უნდა დააგროვოს მინიმუმ 240 ECTS კრედიტი.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე).

1 აშშ კრედიტი = 2 ECTS კრედიტს

პროგრამა არის ძირითად კომპეტენციაზე დაფუძნებული, 120 საკრედიტო საათიანი პროგრამა (რომელიც არის 240 ECTS – ის ექვივალენტი).

არანაკლებ 240 ECTS-ის დაგროვება;

  • ძირითადი – სავალდებულო კურსებს 51 საკრედიტო საათს /102 ECTS;
  • GCP კურსები მოიცავს 30 საკრედიტო საათს/60 ECTS
  • არჩევითი კომპონენტები 39 საკრედიტო საათი/78 ECTS/კრედიტები ნებისმიერი სხვა ვებსტერის ფილიალის პროგრამიდან.

ძირითადი კურსები:

  • COSC 1550 კომპიუტერული პროგრამირება I – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 1560 კომპიუტერული პროგრამირება II – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 1570 მათემატიკა კომპიუტერული მეცნიერებისთვის – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 2610 ოპერაციული სისტემები – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 2670 ქსელის პრინციპები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2810 სისტემების ანალიზი და დიზაინი – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2710 სოციალური ინჟინერია და საზოგადოება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3050 მონაცემთა სტრუქტურები I – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3100 მონაცემთა სტრუქტურები II – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3410 კომპიუტერული და ინფორმაციული უსაფრთხოება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3510 კომპიუტერული არქიტექტურა – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 3810 პროგრამირების ენების პრინციპები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4110 მონაცემთა ბაზის კონცეფციები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4120 მონაცემთა ბაზის აპლიკაციები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • MATH 2410 დისკრეტული მათემატიკა – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS

სტუდენტები აირჩევენ შემდეგი კურსებიდან ერთ-ერთს:

  • COSC 3660 Network Concepts – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3230 ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4250 ობიექტზე ორიენტირებული ანალიზი და დიზაინი – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4260 ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3500 IT პროექტის მენეჯმენტი – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3900 პრაქტიკა – 3 კრედიტი საათი/ 6 ECTS
  • MATH 2200 სტატისტიკა – 3 კრედიტი საათი/ 6 ECTS

და ერთ-ერთს შემდეგი კურსებიდან:

  • COSC 1800 Python პროგრამირება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2050 Java პროგრამირება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2110 კომპიუტერული ენები – 3 კრედიტი საათი/ 6 ECTS

ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის  ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში. 

პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.

ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები:

toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).

ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს.

ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა) (A) ფრიადი –91-100 ქულა;

ბ) (B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;

გ) (C) კარგი –71-80 ქულა;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა

ე) (E) საკმარისი –51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ა) (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება

ბ) (F) ჩაიჭრა –40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის  საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგებს გამოცხადებიდან.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი

ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა, ხოლო დასკვნითი შეფასების 20 ქულა.

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

 

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584