საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე, აბიტურიენტები უნივერსიტეტების შერჩევისას უამრავ ფაქტორს ითვალისწინებენ – რამდენად რეიტინგული და საერთაშორისოდ აღიარებულია უნივერსიტეტი, როგორია სწავლის პროცესი, ვინ იქნებიან ლექტორები, რა შესაძლებლობები გაეხსნებათ კარიერული განვითარების გზაზე და სხვა. ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ქართველ აბიტურიენტებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაუმარტივებს და მათთვის, ყველასთვის საყვარელ ინიციატივას, “One day as a Webster student-ს” განახორციელებს.
ღონისსძიება 8 ნოემბერს 13:00 საათიდან გაიმართება. პროექტი აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, ერთი სრული, სტუდენტური, დღე გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტში, დაესწრონ ლექციებსა და ტრენინგებს და პირადად გაესაუბრონ პროფესორებსა და სტუდენტებს. ეს შესაძლებლობა აბიტურიენტებს დაეხმარება, თავადვე გამოსცადონ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სწავლის პროცესი და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც მათ აკადემიურ და კარიერულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ღონისძიება დაყოფილია ორ ნაწილად:
• 13:00 – 14:30 – ლექცია ვებსტერის სტუდენტებთან ერთად – ლექტორ კარლ კრისტიან მისულის ხელმძღვანელობით;
• 14:30 – 15:00 – ლანჩი უნივესიტეტში;
• 15:00 – 16:30 – “Simulation Game” – რომლის თემასაც ლექციის მსვლელობის დროს თავად ლექტორი გააჟღერებს.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 6 ნოემბერი, 11:59PM საათი.
ამერიკული, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. პროგრამები აკრედიტებულია, როგორც აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC)-ის, ასევე ადგილობრივად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. რაც შეეხება სწავლის გადასახადს, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში სწავლის წლიური ღირებულება იმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ფილიალებში. გარდა ამისა, სახელმწიფო გრანტთან ერთად, ვებსტერის უნივერსიტეტში ჩარიცხული ქართველი სტუდენტები 1,000$ დაფინანსებას იღებენ.
მომავალი ღონისძიებებისა და საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დარეგისტრირდით ბმულზე.
პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: Tbilisiadmissions@webster.edu; +995 550 00 05 84