ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (BS)

პროგრამის აღწერა

ვებსტერის უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა შემუშავებულია ბიზნესის მართვის თანამედრო გამოცდილებიდან გამომდინარე. პროგრამა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა იმ დისციპლინას რომელიც საჭიროა ბიზნესის ძირითადი კონცეფციების გასაგებად და ჩამოსაყალიბებლად. Პროგრამა აცნობს სტუდენტს სხვადასხვა ბიზნეს ფუნქციებს, უვითარებს ბიზნეს ეთიკას და ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად საჭირო უნარჩვევებს. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში,  სტუდენტებს შეუძლიათ კვალიფიკაცია შეიძინონ ბუღალტერიის, ფინანსების ან სერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. 

“ბიზნესის ადმინისტრირება”, "Business Administration"

მეცნიერების ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში; 
Bachelor of Science in Business Administration; 
(0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება, Management and Administration);
პროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი;
სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის კურსდამთავრებულები:  

  • იყენებენ ინფორმაციას, ანალიტიკურ საშუალებებს და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევებს, დასაბუთებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ფაქტორების გათვალისწინებით. 
  • იმუშავებენ სტრატეგიებს სამართლებრივი, ეთიკური, ეკონომიკური და გლობალური გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც საწარმო მუშაობს. 
  • ანალიტიკურად აფასებენ ისეთ საკითხებს, რომელიც ეხება: მათემატიკას, სტატისტიკას, ბუღალტერიას, ეკონომიკას, მარკეტინგს, ფინანსებსა და ქცევით მეცნიერებას. 
  • იყენებენ ბიზნესის ძირითად კონცეფციებს, პრინციპებსა და ანალიტიკურ უნარებს ფუნქციონალური სფეროების პარალელურად. 
  • იღებენ, ავითარებენ და იყენებენ ინფორმაციას ბიზნესის პრობლემების გასაანალიზებლად და შესაძლო გადაწყვეტილებების შესათავაზებლად. 

საბაკალავრო პროგრამა გრძელდება ოთხი წლის განმავლობაში. სტუდენტმა წარმატებით უნდა დააგროვოს მინიმუმ მინიმუმ 120  საკრედიტო საათი (240 ECTS) და დაასრულოს კვლევითი კომპონენტი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. 

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. 

სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე). 

1 აშშ კრედიტი = 2 ECTS კრედიტს 

პროგრამა არის ძირითად კომპეტენციაზე დაფუძნებული, 120 საკრედიტო საათიანი პროგრამა (რომელიც არის 240 ECTS – ის ექვივალენტი). 

აკადემიური ხარისხის მისაღებად შემდეგი მოთხოვნები უნდა აკმაყოფილებდეს:

    • დააგროვოს არანაკლებ 240 ECTS;
    •  ძირითადი და GCP კურსები მოიცავს – სავალდებულო კურსებს 73 კრედიტი საათი /146 ECTS;
    • 9 საკრედიტო საათი/18 ECTS უმაღლესი დონის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის კრედიტის საათი;
    • თავისუფალი კომპონენტები 38 საკრედიტო საათი/76 ECTS/კრედიტები ნებისმიერი სხვა ვებსტერის ფილიალის პროგრამიდან.
    • დამატებითი კურსები/კომპონენტები (42 საკრედიტო საათი/84 ECTS)

ძირითადი კურსები/კომპონენტები

  1. ACCT 2010 ფინანსური აღრიცხვა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  2. ACCT 2025 მენეჯერული ბუღალტერია (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  3. BUSN 1000 ბიზნეს ცხრილები (exel) (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
  4. BUSN 2750 შესავალი სტატისტიკაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  5. BUSN 3500 ბიზნესი და მსოფლიო გამოწვევები (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
  6. BUSN 3850 საწარმო სისტემები** (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  7. BUSN 4110 ოპერაციების მენეჯმენტი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  8. BUSN 4500 ეთიკური საკითხები ბიზნესში (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
  9. ECON 2000 ეკონომიკის კვლევა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  10. FINC 3210 ფინანსების პრინციპები 3 საკრედიტო საათი/6 ECTS
  11. MNGT 2100 მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  12. MNGT 2500 მარკეტინგი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  13. MNGT 3280 შესავალი ბიზნეს სამართალში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  14. MNGT 3450 ორგანიზაციული ქცევა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  15. MNGT 4900 მენეჯერული პოლიტიკა და სტრატეგიები (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  16. WSBT 2000 კარიერის ძიება (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
  17. WSBT 2300 პერსონალური ბრენდინგი (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
  18. WSBT 2700 კარიერის მართვის სტრატეგიები (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)

GCP კურსები/კომპონენტები (31 საკრედიტო საათი/62 ECTS)

  1. EDEX 1500 ვებსტერ 101 (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
  2. ENGL 1044 თემები ლიტერატურაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  3. GLBC 1200 გლობალური საკითხების სემინარი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

ან

SCIN 1030 მეცნიერება სიახლეებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

  1. ILC 2150 თემები კულტურა(ებ)ში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  2. KEYS 4004 დიზაინი მდგრადობისთვის (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

6.MATH 1430 კოლეჯის ალგებრა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)*

  1. MULC 1100 შესავალი მულტიკულტურულ კვლევებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  2. PHIL 2110 ეთიკის შესავალი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  3. PSYC 1100 შესავალი ფსიქოლოგიაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  4. SPCM 1040 საჯარო გამოსვლა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  5. SUST 1000 შესავალი მდგრადობის კვლევებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

* კურსის კრედიტი ითვლის როგორც Core, ასევე GCP.

არჩევითი კურსები/კომპონენტები (9 საკრედიტო საათი/18 ECTS)

  1. BUSN 3100 საკითხები ბიზნესში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  2. BUSN 4650 საერთაშორისო ბიზნესი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  3. BUSN 4950 სტაჟირება (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  4. CSIS 1500 შესავალი ბიზნეს ტექნოლოგიებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  5. CSIS 2500 შესავალი მონაცემთა მეცნიერებაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  6. ECON 3700 განვითარების ეკონომიკა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  7. ECON 3720 საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსები (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  8. ECON 4600 შედარებითი ეკონომიკური სისტემები (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  9. ECON 4900 ეკონომიკური აზროვნების ისტორია (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  10. ECON 4910 შედარებითი ეკონომიკური პრობლემები (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  11. MNGT 3320 ბიზნეს სამართალი: საერთაშორისო (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  12. MNGT 3740 მსოფლიო მეწარმეობა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  13. MNGT 4330 საერთაშორისო მარკეტინგი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის  ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.  

პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნით. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.

ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: 

toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).

ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს. 

ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა) (A) ფრიადი –91-100 ქულა;

ბ) (B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;

გ) (C) კარგი –71-80 ქულა;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა;

ე) (E) საკმარისი –51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ა) (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა –40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის  საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგებს გამოცხადებიდან.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი;

ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა, ხოლო დასკვნითი შეფასების 20 ქულა.

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

 

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584