მედია კომუნიკაციების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (BA)

პროგრამის აღწერა

მედიაკომუნიკაცია/მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან მედია შეტყობინებების დიზაინს, მათი მიწოდებისა და შედეგების კომუნიკაციის ფორმებსა და მეთოდებს. Შეძლებენ განსაზღვრონ სფეროს ფარგლები და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმები. მედიაკომუნიკაციის ძირითადი მიმართულება განიხილავს მედიას აკადემიური და პრაქტიკული თვალსაზრისით, აყალიბებს მრავალფეროვან პროფესიულ პორტფოლიოს და ავითარებს მრავალი მედია მიმართულებისთვის დამახასიათებელ უნარებს. მედიაკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა  წარმოადგენს შესანიშნავ საფუძველს სტუდენტებისათვის, რომ მათ შეძლონ დასაქმება სხვადასხვა ორგანიზაციაში რომელიც იყენებს და აფასებს კომუნიკაციებს.  

“მედიაკომუნიკაცია/მასკომუნიკაცია”, "Media Communication/ Mass Communication"

ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი მასობრივ კომუნიკაციაში; 
Bachelor of Arts in Mass Communication; 
(0321 ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა Journalism and Reporting);
პროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი;
სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის კურსდამთავრებულები:

  • ქმნიან  სხვადასხვა  სფეროსთვის, პლატფორმისთვის და აუდიტორიისთვის მედია კონტენტს
  • იყენებენ  ეთიკურ სტანდარტებს შეტყობინებების შექმნისას
  • აფასებენ მედიას ისტორიულ და გლობალურ კონტექსტში
  • იაზრებენ და ნერგავენ ეფექტურ საკომუნიკაციო სტრატეგიებს
  • ახდენენ  მედია კონტენტისა და შედეგების ანალიზს 

საბაკალავრო პროგრამა გრძელდება ოთხი წლის განმავლობაში. სტუდენტმა წარმატებით უნდა დააგროვოს მინიმუმ 240 ECTS და დაასრულოს კვლევითი კომპონენტი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. 

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. 

სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე). 

1 აშშ კრედიტი = 2 ECTS კრედიტს 

პროგრამა არის ძირითად კომპეტენციაზე დაფუძნებული, 120 საკრედიტო საათიანი პროგრამა (რომელიც არის 240 ECTS – ის ექვივალენტი). 

აკადემიური ხარისხის მისაღებად შემდეგი მოთხოვნები უნდა აკმაყოფილებდეს:

    • დააგროვოს არანაკლებ 240 ECTS-ის დაგროვება;
    • ძირითადი და GCP კურსები მოიცავს – სავალდებულო კურსებს 71 საკრედიტო საათი/142 ECTS;
    • თავისუფალი კომპონენტები 49 საკრედიტო საათები/98 ECTS/კრედიტები ნებისმიერი სხვა ვებსტერის ფილიალის პროგრამიდან
ძირითადი კურსები/კომპონენტები 40 (80 ECTS)
  1. EPMD 1000 შესავალი მედია წარმოებაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  2. MDST 1010 მედიის საფუძვლები (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  3. MDST 1050 წერა მედიისთვის (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  4. MDST 1160 კომუნიკაცია მედია პროფესიონალებისთვის (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  5. MDST 2100 მედიაწიგნიერება (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  6. MDST 2500 პროფესიული განვითარება მედია კარიერისთვის (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  7. MDST 2800 მედია, მრავალფეროვნება და საზოგადოება (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  8. MDST 3100 სოციალური მედიის სტრატეგიები და ტაქტიკა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  9. MDST 3260 გლობალური მედია პრაქტიკა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  10. MDST 3300 მედია სამართალი, ეთიკა და პოლიტიკა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  11. MDST 4110 ციფრული მედია და კულტურა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  12. MDST 4200 მედია კვლევა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  13. MDST 4620 მედია პრაქტიკა/დისერტაცია* ან MDST 4950 სტაჟირება (4 საკრედიტო საათი/8 ECTS)
GCP კურსები/კომპონენტები 31 (62 ECTS)
  1. EDEX 1500 ვებსტერ 101 (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
  2. ENGL 1044 ლიტერატურული საკითხები (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  3. GLBC 1200 გლობალური საკითხების სემინარი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

ან

SCIN 1030 სიახლეები მეცნიერებაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

  1. ILC 2150 თემები კულტურა(ებ)ში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  2. KEYS 4004 დიზაინი მდგრადობისთვის (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  3. MATH 1430 კოლეჯის ალგებრა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)*
  4. MULC 1100 შესავალი მულტიკულტურულ კვლევებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  5. PHIL 2110 შესავალი ეთიკაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  6. PSYC 1100 შესავალი ფსიქოლოგიაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  7. SPCM 1040 საჯარო გამოსვლა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
  8. SUST 1000 შესავალი მდგრადობის კვლევებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)

* კურსის კრედიტი ითვლის როგორც პროგრამის ძირითადს, ასევე GCP საგნებს.



დასაქმების შესაძლებლობები: 

მედია კვლევების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს შეუძლია დასაქმდეს მედიის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით:

ციფრული მარკეტინგი
მედიის მკვლევარი
საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი
მაუწყებლობის/ფილმი/ვიდეო მენეჯერი
სოციალური მედიის მენეჯერი
ტელევიზიის/ფილმის/ვიდეოს პროდიუსერი
ვებ-კონტენტის მენეჯერი
სარეკლამო ანგარიშის აღმასრულებელი
მაუწყებლის ჟურნალისტი
რედაქტორის ასისტენტი
ღონისძიების მენეჯერი
ჟურნალის ჟურნალისტი
ბაზრის მკვლევარი
მარკეტინგის მენეჯერი 
მედიის მკვლევარი
ფოტოგრაფი
UX დიზაინერი

ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის  ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.  

პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნით. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.

ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: 

toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).

ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს. 

ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა) (A) ფრიადი –91-100 ქულა;

ბ) (B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;

გ) (C) კარგი –71-80 ქულა;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა;

ე) (E) საკმარისი –51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ა) (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა –40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის  საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგებს გამოცხადებიდან.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი;

ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა, ხოლო დასკვნითი შეფასების 20 ქულა.

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

 

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584