ვებსტერის უნივერსიტეტი 100 წელზე მეტია, რაც საკუთარ სივრცეში დაგროვილ უნიკალურ ცოდნას უზიარებს სტუდენტებს – მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ Webster University Georgia ქართველ სტუდენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს სწორედ იმ სასწავლო გარემოს, რომელიც მსოფლიოშია აღიარებული და იღებენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც აკრედიტებულია როგორც საქართველოში, ისე – ამერიკასა და სხვა ქვეყნებში. ვებსტერის უნივერსიტეტი 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით იქ, სადაც უნივერსიტეტი ახორციელებს პროგრამებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ აშშ-ს ან სხვა ნებისმიერ კამპუსში.
სხვა პროგრამებთან ერთად, Webster University Georgia-ში მოქმედებს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (MBA), რომლის მიზანია, უზრუნველყოს საერთაშორისო შრომის ბაზარი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით, რომელსაც აქვს უნარი გააანალიზოს, შეაფასოს და გამოიყენოს პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები გადაწყვეტილების მიღებისას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები იძენენ ისეთ ბიზნეს კომპეტენციებს, რომელიც საჭიროა ორგანიზაციის მართვისთვისა და თანამედროვე ღირებულებების მქონე კომპანიის შექმნისათვის. შედეგად, პროგრამის კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადები ხდებიან არამხოლოდ საქართველოს, არამედ – გლობალურ შრომის ბაზარზეც.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტებს, ნებისმიერი პროგრამის ფარგლებში, აქვთ შესაძლებლობა, რამდენიმე სემესტრით წავიდნენ გაცვლითი პროგრამით იმ ქვეყანაში, სადაც ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსია. იოანე გაზდელიანი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა და სულ ახლახანს, გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენტ-ლუისში, გაემგზავრა. Entrepreneur-თან საუბარში იოანე აღნიშნავს, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც საქართველოში მიიღო, აბსოლუტურად იდენტურია იმისა, თუ როგორ იღებენ ცოდნას სტუდენტები ამერიკაში. მისივე განმარტებით, თბილისის ფილიალიც, ამერიკული სტანდარტების შესაბამისად იყო აღჭურვილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და მრავალფეროვანი საბიბლიოთეკო ელექტრონული თუ ბეჭდური რესურსებით, რომლითაც სტუდენტები მუდმივად ეცნობოდნენ განახლებულ ლიტერატურას.
“ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში ჩაბარება ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო გადავწყვიტე, თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მიბიძგა, ეს ნაბიჯი გადამედგა გახლდათ ის შესაძლებლობა, რომ შემეძლო სწავლა გამეგრძელებინა უცხოეთში და მიმეღო საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში, როდესაც Webster University Georgia-ში ვსწავლობდი, მქონდა უნიკალური შესაძლებლობა, მესწავლა ზუსტად იგივე პროგრამით, რაც სხვა კამპუსებში გამოიყენება და ქვეყნიდან გაუსვლელად შემეძლო ისეთი ისეთი გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც კონკურენტუნარიანს გხდის გლობალურ ბაზარზე”, – Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს სტუდენტი.
იოანე გაზდელიანის აღნიშვნით, ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსიდან გაცვლით პროგრამაზე წასვლა არ მოიცავდა რთულ პროცედურას. მას შემდეგ, რაც Webster University Georgia-ში მოსახვედრად საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩააბარა, შეავსო საუნივერსიტეტო აპლიკაცია, წარმოადგინა შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაცია (მათ შორის: ბაკალავრის დიპლომი, GPA, ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სხვა) და ბოლოს, გაიარა ინტერვიუ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს არ აქვს ინგლისური ენის სერტიფიკატი, მას ვებსტერის უნივერსიტეტშივე შეუძლია შესაბამისი გამოცდის გავლა.
“უცხოეთში სწავლისას ყველაზე მთავარი არის ის, რომ არამხოლოდ კარიერულად, არამედ – პიროვნულადაც ვითარდები. შეგრძნება მაქვს, რომ პიროვნულად უფრო აღვიზარდე ამ გარემოში. სენტ-ლუისში სტუდენტური ცხოვრება გასაოცარია – სპორტი, განათლება, უნივერსიტეტს გარე აქტივობები – ყველაფერია იმისათვის, რომ მოტივაცია გქონდეს სწავლისთვის. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თუ, პირობითად, სტუდენტს არ აქვს ლეპტოპი და სხვა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, თავად უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მას შესაბამისი რესურსებით. ხშირად, გვთავაზობენ ტრანსპორტსაც – პირობითად მაშინ, როდესაც სტუდენტები კონკრეტულ ლოკაციაზე მივდივართ ერთად. ასევე, გვაქვს საშუალება, გავიაროთ ინგლისური ენის ინტენსიური კურსები სრულიად უფასოდ – ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ აქ, სტუდენტთა უმეტესობისთვის, ინგლისური მეორე ენას წარმოადგენს. გვთავაზობენ მენტალური ჯანმრთელობის კონსულტაციებსაც, ვინაიდან იციან, თუ რამენად რთულია, როდესაც ოჯახს წყდები.
რაც შეეხება უშუალოდ პროგრამასა და ლექციებს, სემინარების ფარგლებში ხშირად ვმუშაობთ რეალური პრობლემების გადაჭრაზე. ვცდილობთ, განვიხილოთ კონკრეტული კომპანიების ქეისები და მოვუძებნოთ მას ეფექტური გამოსავალი. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბევრმა კომპანიამ ჩვენი გადაწყვეტები უკვე გამოიყენეს და წარმატებით დანერგეს კიდეც”, – აღნიშნავს იოანე გაზდელიანი.
ვებსტერის უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ – ისინი ფლობენ წარმატებულ კომპანიებს ან დასაქმებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის მაღალი რგოლის პოზიციებზე. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ლექტორები მუდამ მზად არიან, გაუზიარონ სტუდენტებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტაქტი, გააწევრიანონ თავიანთ ქსელში, დააკავშირონ სხვადასხვა პირთან, რომლებმაც, შესაძლოა, გარკევული როლი ითამაშონ სტუდენტთა კარიერაში. ლექტორები ცდილობენ, სტუდენტებს დაეხმარონ, თავადვე გააანალიზონ ესა თუ ის საკითხი და შეიტანონ საკუთარი პერსპექტივა კონკრეტულ ორგანიზაციებში.
მაგისტრატურაზე სწავლისას სტუდენტებს კვირაში, დაახლოებით, ორი ლექცია აქვთ და მთელი კვირის განმავლობაში მუშაობენ დავალებებზე, რომელიც მათ ბიზნეს უნარების განვითარებაში ეხმარებათ. სტუდენტბს აქვთ შესაძლებლობა, დრო საკუთარ წამოწყებასაც დაუთმონ. იოანე გაზდელიანს საქართველოში საკუთარი სტარტაპი აქვს და თვლის, რომ ის კომპეტენციები, რაც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე შეიძინა, ზედმიწევნით მიესადაგება მის სტარტაპსა და წამოწყებას – “სწორ დროს შევიძინა ეს უნარ-ჩვევები ვებსტერის უნივერსიტეტში”, – აღნიშნავს იოანე გაზდელიანი.
“საქართველში მე და ჩემმა მეგობარმა დავაარსეთ კომპანია Tessler და დაახლოებით 1 წელია, რაც ელექტრომანქანიების დამტენების წარმოებაზე გადავედით. აქამდე მხოლოდ იმპორტ-ექსპოტით ვიყავით დაკავებული, ამ ეტაპზე კი გვსურს, ყველა პროდუქტი საქართველოშივე ვაწარმოოთ. რამდენიმე მოდული უკვე დატესტილია და ბაზარზეც გავუშვით. გეგმაში გვაქვს, ქალაქში დავაყენოთ ქუჩის ელექტროდამტენები და მთლიანი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ ერთიანი ქსელი, სადაც ერთ პლატფორმაზე განხორციელდება ყველა ელექტროდამტენის მართვა.
ამ ეტაპზე, მეზობელ ქვეყნებშიც გვაქვს მოლაპარაკება და ვგეგმავთ, წარმოებული პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზეც დავტესტოთ. სანამ ამერიკიდან ჩამოვალ, ვაპირებ, გავიარო კონსულტაციები შესაბამის პირებთან იმისათვის, რომ ამერიკის ბაზარი ჩვენი შემდგომი დანიშნულების წერტილი გახდეს”.
ვებსტერის უნივერსიტეტმა პირველი კამპუსი კავკასიის რეგიონში პირველად, საქართველოში გახსნა და ამით ამერიკული განათლება ხელმისაწვდომი გახდა კავკასიის რეგიონშიც. გლობალური მიდგომით სწავლის მსურველთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება – დღეს სულ უფრო მეტ აბიტურიენტს სურს, ჩაირიცხონ ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში და ამით, გახდნენ გლობალური, კომპეტენტუნარიანი, მოქალაქეები. სურვილის შემთხვევაში კი, ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაატარონ ერთი ან ორი სემესტრი ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ ლოკაციაზე საქართველოს კამპუსში არსებულ ფასად.
“იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ამერიკული განათლების მიღება სურთ, მინდა ვუთხრა, რომ ამის საუკეთესო საშუალებაა Webster University Georgia. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, არ მოწყდეთ ოჯახს და საქართველოშივე მიიღოთ ისეთი განათლება, რომელიც ამერიკაში უმაღლეს სტანდარტად მიიჩნევა. თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ რამდენიმე სემესტრი გაატარონ სხვა ქვეყანაში და შემდგომ ისევ დაბრუნდნენ უკან.
წარმატებულ ბიზნესსა და წარმატებულ საერთაშორისო კარიერას ქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორად შეაფასონ და ეფექტურად წარმართონ ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად, შექმნან ღირებული, საზოგადოებისთვის გამოსადეგი პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ ამ ყველა საჭირო უნარის მიღებას აბიტურიენტები სწორედ ვებსტერის უნივერსიტეტში შეძლებენ”, – აღნიშნავს იოანე გაზდელიანი.