საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (BA)
პროგრამის აღწერა
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა შექმნილია დარგის ექპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. Პროგრამა სტუდენტებს უვითარებს კომპლექსური საერთაშორისო ურთიერთობების აღქმისა და გაგების უნარჩვევებს. ასწავლის იმას, თუ როგორ არის კულტურები და ადათ-წესები ინტეგრირებული ბიზნესში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც შემდგომ ქმნის მყარ საფუძველს მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს სტუდენტებს განავითარონ ის უნარები, რომლებიც მათ სჭირდებათ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროს გასაგებად და ამ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. Პროგრამა სტუდენტს გამოუმუშავებს პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების აღქმას, კულტურულ კომპეტენციებს და ჩამოაყალიბებს გლობალურ მოქალაქეებად. საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გააანალიზონ იურიდიული, ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები. პროგრამის სტუდენტები ასევე იკვლევენ გლობალური საზოგადოების დინამიკას, სტრუქტურულ მახასიათებლებს და ჰუმანიტარულ საკითხებს.
“საერთაშორისო ურთიერთობები”, "International Relations";
ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში;
Bachelor of Arts in International Relations;
(0312 პოლიტიკის
მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები Political Sciences and Civics);
პროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი;
სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამის კურსდამთავრებულები:
- შეძლებენ საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც დისციპლინის ძირითადი ქვედარგებისა და თეორიების ცოდნის დემონსტრირებას.
- ავლენენ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი აქტორებისა და ინსტიტუტების იდენტიფიცირებას და მათი ფუნქციების ცოდნას.
- აანალიზებენ საერთაშორისო საკითხების საკუთარი პერსპექტივიდან.
- იცნობენ უცხო კულტურებს და აკეთებენ დასკვნას კულტურული განსხვავებების საფუძველზე.
საბაკალავრო პროგრამა გრძელდება ოთხი წლის განმავლობაში. სტუდენტმა წარმატებით უნდა დააგროვოს მინიმუმ 240 ECTS და დაასრულოს კვლევითი კომპონენტი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.
სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე).
1 აშშ კრედიტი = 2 ECTS კრედიტს
პროგრამა არის ძირითად კომპეტენციაზე დაფუძნებული, 120 საკრედიტო საათიანი პროგრამა (რომელიც არის 240 ECTS – ის ექვივალენტი).
- არანაკლებ 240 ECTS-ის დაგროვება;
- ძირითადი და GCP კურსები მოიცავს – სავალდებულო კურსებს 68 საკრედიტო საათს /136 ECTS;
- არჩევითი კომპონენტები 52 საკრედიტო საათი/104 ECTS/კრედიტები ნებისმიერი სხვა ვებსტერის ფილიალის პროგრამიდან.
- თავისუფალი კურსები/კომპონენტები (37 საკრედიტო საათი/74 ECTS)
ძირითადი კურსები/კომპონენტები
- 1. HIST 3000 (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 2. HRTS 1100 შესავალი ადამიანის უფლებებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 3. INTL 1050/POLT 1050 შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 4. INTL 1500 მსოფლიო სისტემა 1500 წლიდან (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 5. INTL 2030 საერთაშორისო სამართალი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 6. INTL 3100 საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 7. INTL 4000 (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 8. INTL 4620 ზოგადი მიმოხილვა (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
- 9. JOUR 3080 გლობალური ჟურნალისტიკა (3 კრედიტი საათი/6 ECTS)
- 10. POLT 1070 შესავალი პოლიტიკურ თეორიაში (3 კრედიტი საათი/6 ECTS)
- 11. POLT 1080 შესავალი შედარებით პოლიტიკაში (3 კრედიტი საათი/6 ECTS)
- 12. POLT 2600 კვლევის მეთოდები და მიდგომები პოლიტიკურ მეცნიერებაში (3 კრედიტი საათი/6 ECTS)
- 13. POLT 3310 საგარეო პოლიტიკის წარმართვა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
GCP კურსები/კომპონენტები (31 საკრედიტო საათი/62 ECTS)
- 1. EDEX 1500 ვებსტერ 101 (1 საკრედიტო საათი/2 ECTS)
- 2. ENGL 1044 თემები ლიტერატურაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 3. GLBC 1200 გლობალური საკითხების სემინარი (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- ან
- SCIN 1030 სიახლეები მეცნიერებაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 4. ILC 2150 თემები კულტურა(ებ)ში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 5. KEYS 4004 დიზაინი მდგრადობისთვის (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 6. MATH 1430 კოლეჯის ალგებრა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)*
- 7. MULC 1100 შესავალი მულტიკულტურულ კვლევებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 8. PHIL 2110 შესავალი ეთიკაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 9. PSYC 1100 შესავალი ფსიქოლოგიაში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 10. SPCM 1040 საჯარო გამოსვლა (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
- 11. SUST 1000 შესავალი მდგრადობის კვლევებში (3 საკრედიტო საათი/6 ECTS)
* კურსის კრედიტი ითვლის როგორც პროგრამის ძირითად, ასევე GCP საგნებს.
ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.
პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.
ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები:
toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).
ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს.
ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა) (A) ფრიადი –91-100 ქულა;
ბ) (B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;
გ) (C) კარგი –71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი –51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ა) (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ) (F) ჩაიჭრა –40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგებს გამოცხადებიდან.
კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:
ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი;
ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.
შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა, ხოლო დასკვნითი შეფასების 20 ქულა.
ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი
ილია ჭავჭავაძის გამზირი 82
თბილისი, საქართველო
+995 550000584