საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (MA)
პროგრამის აღწერა
საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გააანალიზონ მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული სირთულეები და პროცესები. პროგრამის კურსები მოიცავს ძირითად საკითხებს, როგორიცაა გლობალიზაცია, ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული ქმედება და ეკონომიკური განვითარება. პროგრამას შეუძლია სტუდენტებს დაეხმაროს სამთავრობო სააგენტოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ან მრავალეროვნულ კორპორაციასთან მუშაობისთვის მომზადებაში. ეს პროგრამა ასევე რეკომენდირებულია სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ სადოქტორო ან აკადემიური კარიერის გაგრძელებას სხვა დაწესებულებაში.
“საერთაშორისო ურთიერთობები”, "International Relations"
ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში;
Master of Arts in International Relations
(0312 პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები Political Sciences and Civics);
პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი;
სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამის კურსდამთავრებულები:
- ახდენენ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის რამდენიმე ქვედარგში სამუშაო ცოდნის დემონსტრირებას.
- ავლენენ ძლიერ კვლევით უნარებს.
- შეუძლიათ საერთაშორისო მოვლენებისა და საკითხების კრიტიკული ანალიზი.
- იყენებენ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს.
- ავლენენ ეფექტიან წერით და ვერბალური კომუნიკაციის უნარებს.
სამაგისტრო პროგრამა გრძელდება ორი წლის განმავლობაში. სტუდენტმა წარმატებით უნდა დააგროვოს მინიმუმ 120 ECTS და დაასრულოს კვლევითი კომპონენტი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.
სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე).
1 აშშ კრედიტი = 3 ECTS კრედიტს (ინტენსიური/პრაქტიკული და წერითი კურსები ფასდება 4 კრედიტით ECTS).
პროგრამა მოითხოვს 27 INTL (81 ECTS) კურიკულუმის საკრედიტო საათისა და სამაგისტრო არჩევითების 9 (27 ECTS) საკრედიტო საათის დამაკმაყოფილებელ შესრულებას, ჯამში 36 (120 ECTS) საკრედიტო საათის.
ძირითადი კურსები/კომპონენტები
- INTL 5000 შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- INTL 5100 კვლევის მეთოდები და პერსპექტივები (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- INTL 6000 საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი საკითხები (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
შედარებითი პოლიტიკის კლასტერი (2 კურსი)
- INTL 5050 შედარებითი პოლიტიკა(3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- INTL 5600 რეგიონული კვლევები (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
საერთაშორისო პოლიტიკის კლასტერი
- INTL 5510 საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- INTL 5540 საერთაშორისო ორგანიზაციები (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- INTL 5550 ომი და დიპლომატია (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- INTL 5800 გლობალიზაცია (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
არჩევითი კურსები/კომპონენტები – (9 კრედიტი საათი/ 27 ECTS)
- BUSN 5000 ბიზნესი (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- BUSN 5680 ბიზნესის საკითხები (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- INTL 6500 სტაჟირება (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- MBA 5010 ღირებულების შექმნა (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- MBA 5020 რაოდენობრივი მეთოდები MBA-სთვის (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- MBA 5030 მარკეტინგის ანალიზი და ბიზნეს დაგეგმვა (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- MEDC 5000 მედია კომუნიკაციები (საჭირო კურსი) (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- MEDC 5010 შესავალი მაგისტრატურაში: გაღრმავებული აზროვნება და წერა (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- MEDC 5310 მედია და კულტურა (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- MEDC 5350 მედია ორგანიზაცია და რეგულაციები (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- MEDC 5360 საერთაშორისო კომუნიკაციები(3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
- MEDC 5400 მედია წარმოების მენეჯმენტი (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
- MEDC 5550 თემები მედია კომუნიკაციებში (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს რეზიუმეს წარდგენასა და გასაუბრებას დარგობრივ კომპეტენციებთან მიმართებით შესარჩევ კომისიასთან და ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (გასაუბრების) თემატიკა დაიდება ვებ-გვერდზე ერთი თვით ადრე.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის გარდა (გასაუბრება) აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.
ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები:
toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).
ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს.
ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის ანმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
დ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 52- ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა) (A) ფრიადი –91-100 ქულა;
ბ) (B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;
გ) (C) კარგი –71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი –51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ა) (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ) (F) ჩაიჭრა –40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგებს გამოცხადებიდან.
კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:
ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი;
ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.
შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა, ხოლო დასკვნითი შეფასების 20 ქულა.
ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი
ილია ჭავჭავაძის გამზირი 82
თბილისი, საქართველო
+995 550000584
Tbilisi@Webster.edu