ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (MBA)

პროგრამის აღწერა

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო შრომის ბაზარი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით, რომელსაც აქვს უნარი გააანალიზოს, შეაფასოს, გამოიყენოს პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები გადაწყვეტილების მიღებისას და უზრუნველყოს ორგანიზაციის ღირებულებების განვითარება. 

წარმატებულ ბიზნესს ქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორად შეაფასონ და ეფექტურად წარმართონ ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად, შექმნან ღირებული, საზოგადოებისთვის გამოსადეგი პროდუქტები. Აღნიშნულ იდეაზე დაყრდნობით, ვებსტერის უნივერსიტეტის MBA პროგრამის ყველა კურსი სტუდენტს უვითარებს ორგანიზაციის მართვისა და  ღირებულების შექმნის უნარჩვევებს. Პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ბიზნესის კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ღირებულების შესაქმნელდ,  გადაწყვეტილებების მიღებისა და მის განსახორციელებლად. Ამასთანავე, სტუდენტები გამოიმუშავებენ იმ რბილ უნარებს, რომელთა დახმარებით ისინი ხდებიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. 

“ბიზნესის ადმინისტრირება”, "Business Administration"

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი; 
Master of Business Administration; 
(0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება, Management and Administration);
პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი;
სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის კურსდამთავრებულები:

  • აანალიზებენ ბიზნესს, ადგენენ და აფასებენ ღირებულების შექმნის შესაძლებლობებს. 
  • იყენებენ ძირითად ბიზნეს კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციული ღირებულების გასაზრდელად. 
  • აჩვენებენ პიროვნული ეფექტურობის კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია მათი პროფესიული მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობენ ორგანიზაციის მიზნების განხორციელებას. 

სამაგისტრო პროგრამა გრძელდება ორი წლის განმავლობაში. სტუდენტმა წარმატებით უნდა დააგროვოს მინიმუმ 120 ECTS და დაასრულოს კვლევითი კომპონენტი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. 

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. 

სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე). 

1 აშშ კრედიტი = 3 ECTS კრედიტს (ინტენსიური/პრაქტიკული და წერითი კურსები ფასდება 4 კრედიტით ECTS). 

MBA პროგრამა არის ძირითად კომპეტენციაზე დაფუძნებული, 36 საკრედიტო საათიანი პროგრამა (რომელიც არის 120 ECTS – ის ექვივალენტი), რომლის 12 საათის (39 ECTS)  ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ პროგრამით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ საკითხებს, 15 (45 ECTS) საათი ერთმობა პროგრამის  ძირითად საგნებს, 6 საათი (24 ECTS)  პრაქტიკას და 3 საათი (12 ECTS) არჩევით საგნებს.

ღირებულების შექმნის საფუძვლები (12 საათი)  (39 ECTS)
  • BUSN 5000 ბიზნესი (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
  • MBA 5010 ღირებულების შექმნა (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
  • MBA 5020 რაოდენობრივი მეთოდები MBA-სთვის (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
  • MBA 5030 მარკეტინგის ანალიზი და ბიზნესის დაგეგმვა (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
ღირებულების შექმნის კომპონენტები (15 საათი) (45 ECTS)
  • MBA 5100 ღირებულების შექმნა  ადამიანური კაპიტალის საშუალებით (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
  • MBA 5200 კაპიტალური პროექტების ფინანსური ღირებულება (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
  • MBA 5300 მომხმარებლისთვის ღირებულების მიწოდება(3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
  • MBA 5400 მომარაგების ჯაჭვი და ბიზნეს პროცესები(3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
  • MBA 5500 ინფორმაციული მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში (3 საკრედიტო საათი /9 ECTS)
ღირებულების შექმნა პრაქტიკაში  (9  საათი)  (36  ECTS)
  • MBA 5910 ღირებულების შექმნის შემთხვევები (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
  • MBA 5920 Walker საკონსულტაციო პროექტი – ორგანიზაციებში ღირებულების გაზრდა (3 საკრედიტო საათი /12 ECTS
  • BUSN 6140 ბიზნეს კვლევის ანალიზი (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)
    Ან 
  • BUSN 6500 ბიზნეს სტაჟირება (3 საკრედიტო საათი /12 ECTS)

ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს რეზიუმეს წარდგენასა და გასაუბრებას დარგობრივ კომპეტენციებთან მიმართებით შესარჩევ კომისიასთან და ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (გასაუბრების) თემატიკა დაიდება ვებ-გვერდზე ერთი თვით ადრე.

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის გარდა (გასაუბრება) აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.

ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: 

toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).

ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს. 

ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის ანმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

დ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 52- ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა) (A) ფრიადი –91-100 ქულა;

ბ) (B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;

გ) (C) კარგი –71-80 ქულა;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა;

ე) (E) საკმარისი –51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ა) (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა –40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის  საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგებს გამოცხადებიდან.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი;

ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა, ხოლო დასკვნითი შეფასების 20 ქულა.

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 82

თბილისი, საქართველო

+995 550000584

Tbilisi@Webster.edu