ესეების კონკურსი Webster University GEorgia-ში

Webster University Georgia აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე – “ტექნოლოგიები და საზოგადოება: ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობაზე” 11 და 12 კლასის მოსწავლეებისათვის.

კონკურსის პირობები:

🔹 ესეს ფორმატში უნდა იმსჯელო ტექნოლოგიის როლზე თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში;

🔹 განიხილო ტექნოლოგიების ეფექტები კომუნიკაციაზე/განათლებაზე/ჯანდაცვაზე/ კონფიდენციალურობაზე და იმაზე თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებსა და ინსტიტუტებს უარყოფითი ზემოქმედების შერბილება.

👇🏼ესე უნდა წარმოადგინო Microsoft Word ფორმატში და დაიცვა შემდეგი გაფორმების წესები:

🔸 სატიტულო გვერდი უნდა მოიცავდეს ესეს სათაურს, ავტორის სახელს და გვარს, და თარიღს;

🔸უნდა გამოიყენო ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 11, სტრიქონებს შორის 1.5 დაშორებით

🔸ყველა გვერდს უნდა ჰქონდეს ნუმერაცია ქვედა მარჯვენა ნაწილში;

🔎 შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

💥 თემასთან შესაბამისობა, ორიგინალურობა და კრეატიულობა, ანალიზის სიღრმე, არგუმენტირებულობა, სტრუქტურა და მართლწერის წესების დაცულობა.

🔹 სიტყვების რაოდენობა: 400-1000

🔹 ესეს ენა: ქართული

📧 ესე უნდა გამოაგზავნო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tbilisiadmissions@webster.edu

📆 დედლაინი: 9 ივნისი

✨ საპრიზო ფონდი:

🏆 I ადგილი – 500 ₾

🏆 II ადგილი – 300 ₾

🏆 III ადგილი – 200 ₾