კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ვებსტერის უნივერსიტეტი” აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა:

1. შედარებითი პოლიტიკა: ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური აკადემიური თანამდებობა.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა:

2. მარკეტინგი: ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური აკადემიური თანამდებობა.

  • ფსიქოლოგიის მეცნიერების საბაკალავრო ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა:

3. ზოგადი ფსიქოლოგია: ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური აკადემიური
თანამდებობა;

4. განათლების ფსიქოლოგია – ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური აკადემიური
თანამდებობა;

5. სოციალური ფსიქოლოგია – ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური აკადემიური თანამდებობა.

  • კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო
    პროგრამა:

6. კომპიუტერული პროგრამირება: ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური აკადემიური თანამდებობა;

7. ოპერაციული სისტემები: ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური აკადემიური
თანამდებობა;

8. სისტემური ანალიზი და დიზაინი – ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანტური აკადემიური თანამდებობა.

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი შეიძლება არჩეულ იქნას, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
** აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
**

  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი შეიძლება არჩეულ იქნას, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

საკონკურსო განაცხადის მიღება იწარმოებს 2024 წლის 9 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით.
მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს საკონკურსო კომისია დაუკავშირდება არაუგვიანეს 23
ივლისისა. გასაუბრებები ჩატარდება 24 ივლისიდან 31 ივლისამდე. საკონკურსო კომისია
კონკურსის შესახებ შედეგებს კანდიდატს შეატყობინებს არაუგვიანეს 2024 წლის 31 აგვისტომდე.

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა ელექტრონულ ფოსტაზე (tbilisi@webster.edu) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საჭიროა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების ცნობის წარმოდგენა;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
** სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

საკონკურსო განაცხადის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე – Tbilisi@webster.edu