Webster University Georgia აცხადებს მობილობას საქართველოში შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10
ადგილი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
გ) კომპიუტერული მეცნიერებება ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა –
10 ადგილი;
დ) ფსიქოლოგიის მეცნიერება ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა –
10 ადგილი;
ე) ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი.
- მოცემულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (*TOEFL (ibt: 80), TOEFL (pbt: 550), IELTS
(academic: 6.0), Duolingo (110), Pearson (53), Cambridge academic English (169), password (6.0), gtec (1201), itep
(3.7), sat’s English-based reading and writing score (450), act composite score (23)). - მობილობის შესახებ განაცხადის გაკეთება დასაშვებია 2025 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 7
თებერვლის 18:00 საათამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ
ვებგვერდზე: https://students.emis.ge/. - მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში 2025 წლის
12 თებერვლიდან 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –
ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო
ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები); დ) გავლილი
საგნების/სასწავლო კურსების აღწერები ან სილაბუსები ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო
აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში). - მობილობის მსურველი იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის
დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, 2025 წლის 18 თებერვალს ჩატარდეს შიდა
საუნივერსიტეტო გამოცდა. - მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 10:00-
დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ონლაინ მისამართზე
[email protected]. - ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამასთან
მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობისა და კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება 2025 წლის 19 თებერვალს.