ადამიანის უფლებათა დაცვის დღე webster university tbilisi-ში

Webster University Tbilisi-ში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების მნიშვნელობის  პოპულარიზაცია.

🧑‍🎓 სესიის დროს სტუდენტები გაეცნენ ადამიანის უფლებების დაცვის ძირითად საერთაშორისო პრინციპებს. ამასთან მათ იმსჯელეს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და იძულებით შიდა გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, საჭიროებებსა და მდგრადობის საკითხებზე.ასევე განიხილეს აღნიშნული საკითხების სამართლებრივი ჩარჩოები და ჰუმანიტარული ინიციატივები მათი უფლებების დაცვისა და მდგრადი გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიზნით.

  • სესიას უძღვებოდა სალომე ქუსიკაშვილი,UNHCR საქართველოს ასოცირებული დაცვის ოფიცერი, და ნინო ქაჯაია UNHCR საქართველოს საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი.

🌍 ვებსტერ უნივერსიტეტი თბილისი აგრძელებს, როგორც ადამიანის უფლებების, ისე სხვა გლობალური გამოწვევების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ასამაღლებლი აქტივობების მხადაჭერას

Webster University Tbilisi  მადლობას უხდის UNHCR საქართველოს ცოდნის გაზიარებისა და  სტუდენტების მხარდაჭერისთვის. 💙