გარე მობილობა Webster University Gergoa-ში დაიწყო

ცხადდება მობილობა ვებსტერ უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10
ადგილი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
გ) ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი.

  1. აღნიშნულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა:
  2. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (*TOEFL (ibt: 80), TOEFL (pbt: 550), IELTS
    (academic: 6.0), Duolingo (110), Pearson (53), Cambridge academic English (169), password (6.0), gtec (1201),
    itep (3.7), sat’s English-based reading and writing score (450), act composite score (23)).
  3. მობილობის მსურველ პირი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე, რეგისტრაცია დასაშვებია 2024 წლის 21
    აგვისტოდან 9 სექტემბრის 18:00 საათამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
    ოფიციალურ ვებგვერდზე: https://students.emis.ge/.
  4. მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერ უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში 2024 წლის 10 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    ა) განცხადება;
    ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
    პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –
    ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
    გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო
    ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს
    საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები);
    დ) გავლილი საგნების/სასწავლო კურსების აღწერები ან სილაბუსები ინგლისურ ენაზე (არსებობის
    შემთხვევაში);
    ე) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო
    აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ვ) პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ზ) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის
    არსებობის შემთხვევაში).
  5. მობილობის მსურველი იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის
    დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, 2024 წლის 16 სექტემბერს ჩატარდეს შიდა
    საუნივერსიტეტო გამოცდა.
  6. დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ონლაინ მისამართზე Tbilisi@webster.edu.

  7. მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული
    სწავლის შედეგების თავსებადობისა და კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ
    იქნება 2024 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით