Webster University Georgia აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე – “ტექნოლოგიები და საზოგადოება: ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობაზე” 11 და 12 კლასის მოსწავლეებისათვის.
კონკურსის პირობები:
ესეს ფორმატში უნდა იმსჯელო ტექნოლოგიის როლზე თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში;
განიხილო ტექნოლოგიების ეფექტები კომუნიკაციაზე/განათლებაზე/ჯანდაცვაზე/ კონფიდენციალურობაზე და იმაზე თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებსა და ინსტიტუტებს უარყოფითი ზემოქმედების შერბილება.
ესე უნდა წარმოადგინო Microsoft Word ფორმატში და დაიცვა შემდეგი გაფორმების წესები:
სატიტულო გვერდი უნდა მოიცავდეს ესეს სათაურს, ავტორის სახელს და გვარს, და თარიღს;
უნდა გამოიყენო ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 11, სტრიქონებს შორის 1.5 დაშორებით
ყველა გვერდს უნდა ჰქონდეს ნუმერაცია ქვედა მარჯვენა ნაწილში;
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
თემასთან შესაბამისობა, ორიგინალურობა და კრეატიულობა, ანალიზის სიღრმე, არგუმენტირებულობა, სტრუქტურა და მართლწერის წესების დაცულობა.
სიტყვების რაოდენობა: 400-1000
ესეს ენა: ქართული
ესე უნდა გამოაგზავნო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tbilisiadmissions@webster.edu
დედლაინი: 9 ივნისი
საპრიზო ფონდი:
I ადგილი – 500 ₾
II ადგილი – 300 ₾
III ადგილი – 200 ₾