ვებსტერის უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში“ აცხადებს შიდა მობილობას შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ადგილი
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ადგილი.
შიდა მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერის უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში 2024 წლის 20 მაისიდან 31 მაისი ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება,
- CV და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი,
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში – ბინადრობის დოკუმენტის ასლი.
დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ელექტრონულად მისამართზე Tbilisi@webster.edu.
ვებსტერის უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობისა და კრედიტების აღიარების შესახებ მიღებული იქნება 2024 წლის 11 ივნისის ჩათვლით.
მობილობის მსურველი პირის ვებსტერის უნივერსიტეტი, ინკ.-ის ფილიალი საქართველოში ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა 2024 წლის 12 ივნისამდე.