ვებსტერის უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში“ აცხადებს მობილობას შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
გ) ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი.
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დასაშვებია 2024 წლის 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის 18:00 საათამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://students.emis.ge/.
მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ.-ის ფილიალი საქართველოში 2024 წლის 10 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები);
დ) გავლილი საგნების/სასწავლო კურსების აღწერები ან სილაბუსები ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. მობილობის მსურველი იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, 2024 წლის 16 სექტემბერს ჩატარდეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.
დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ონლაინ მისამართზე Tbilisi@webster.edu.