მეორადი ჩარიცხვების შედეგად მიღებულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია

აბიტურიენტების დოკუმენტების რეგისტრაცია Webster University Tbilisi-ში მიმდინარეობს 2026 წლის 28 სექტემბრის
ჩათვლით.

დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები მიიღება შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: Register Account (webster.edu).

დოკუმენტების ბეჭდური ვერსიები მიიღება შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.
2. გამოცდა ინგლისურ ენაში ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით ჩატარდება 2026 წლის 29 სექტემბერს 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.
3. ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 30 სექტემბერს
ვებგვერდზე: www.webster.edu.ge
4. ინგლისური ენის გამოცდის შესახებ საჩივრები მიიღება 2026 წლის 30 სექტემბრის
ჩათვლით. შემდეგი იმეილის მეშვეობით: [email protected]
5. აბიუტიენტთა ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2026 წლის პირველ
ოქტომბრამდე.

აბიტურიენტი წარმოადგენს განცხადებას და ავსებს სარეგისტრაციო ფორმას შემდეგ ბმულზე:
https://applywu.webster.edu/account/register?r=https://applywu.webster.edu/portal/apply
2. აბიტურიენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო
ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით
დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
– ფოტოსურათი 3×4;
– სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო
აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული
ასლი;
– არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში წარსადგენია/ასატვირთია პირის დაბადების მოწმობის
ასლი.
– ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts
(academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep
(3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23)