Webster University Georgia აცხადებს მობილობას საქართველოში შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10
ადგილი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
გ) კომპიუტერული მეცნიერებება ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა –
10 ადგილი;
დ) ფსიქოლოგიის მეცნიერება ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა –
10 ადგილი;
ე) ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი.
- მოცემულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (*TOEFL (ibt: 80), TOEFL (pbt: 550), IELTS
 (academic: 6.0), Duolingo (110), Pearson (53), Cambridge academic English (169), password (6.0), gtec (1201), itep
 (3.7), sat’s English-based reading and writing score (450), act composite score (23)).
- მობილობის შესახებ განაცხადის გაკეთება დასაშვებია 2025 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 7
 თებერვლის 18:00 საათამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ
 ვებგვერდზე: https://students.emis.ge/.
- მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში 2025 წლის
 12 თებერვლიდან 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
 ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
 პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –
 ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
 გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო
 ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს
 საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები); დ) გავლილი
 საგნების/სასწავლო კურსების აღწერები ან სილაბუსები ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში);
 ე) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო
 აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 ვ) პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 ზ) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის
 არსებობის შემთხვევაში).
- მობილობის მსურველი იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის
 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, 2025 წლის 18 თებერვალს ჩატარდეს შიდა
 საუნივერსიტეტო გამოცდა.
- მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 10:00-
 დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ონლაინ მისამართზე
 [email protected].
- ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამასთან
 მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობისა და კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება 2025 წლის 19 თებერვალს.
