Webster University Tbilisi-ის მხარდაჭრით გამოიცა- წიგნი The History of International Relations, 1914–1945, რომელიც განკუთვნილია პოლიტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის და მკითხველს სთავაზობს სიღრმისეულ ხედვას XX საუკუნის პირველი ნახევრის პოლიტიკურ პროცესებზე. ნაშრომი მოიცავს იმ მოვლენების განხილვას, რომლებმაც განსაზღვრეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და პრაქტიკა.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა Webster University Tbilisi-ს სამუშაო სივრცეში, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის აქტიური ჩართულობითა და საინტერესო დისკუსიით გაგრძელდა.
წიგნის ავტორია დოქტ. ირაკლი ჯავახიშვილი, Webster University Tbilisi-ის ასოცირებული პროფესორი.
Webster University Tbilisi მუდმივად უჭერს მხარს აკადემიურ განვითარებას, კვლევასა და სამეცნიერო ინიციატივებს.
