სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადების მიღება გრძელდება

Webster University Tbilisi-ში სამაგისტრო პროგრამებზე მიღება გრძელდება!

აირჩიე საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული სამაგისტრო პროგრამა:

📌 ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი — MBA

📌 საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი — MAIR

📅 საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი

🌍 მიიღე ამერიკული განათლება საქართველოში და გახდი Webster University-ის საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების ნაწილი.

🚀 შენი გლობალური კარიერა იწყება აქ!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი:

📧 [email protected]

📞 +995 550 00 05 84

რეგისტრაციის ვადები

  1. მაგისტრანტობის კანდიდატების დოკუმენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 24
    აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით. დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები მიიღება შემდეგ
    სარეგისტრაციო ბმულზე: Register Account (webster.edu). დოკუმენტების ბეჭდური ვერსიები მიიღება
    შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.
  2. გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2026 წლის 25 სექტემბერს 14:00 საათზე, ხოლო
    ინტერვიურება – 25 სექტემბერს 16:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.
  3. ინგლისური ენის გამოცდისა და ინტერვიურების შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28
    სექტემბერს ვებგვერდზე: www.webster.edu.ge
  4. ინგლისური ენის გამოცდის და ინტერვიუირების შესახებ საჩივრები მიიღება 2026 წლის 29
    სექტემბრის ჩათვლით. შემდეგი იმეილის მეშვეობით: [email protected]
  5. მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვის შესახებ საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2026
    წლის 30 სექტემბერს ვებგვერდზე: www.webster.edu.ge“
  6. ბრძანება ძალაშია დადგენილი წესით რეგისტრაციისთანავე.
    დანართი N2
    რეგისტრაციის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბრმულზე
https://applywu.webster.edu/account/register?r=https://applywu.webster.edu/portal/apply
2. კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის
მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი
თარგმანის დედანი);
· ფოტოსურათი 3×4;
·სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის
დოკუმენტის ასლი);
· სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე
ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
·არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან
ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია
შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული
ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (ხელშეკრულების გაფორმებამდე
სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის
ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
·უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე
წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული
ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი