Webster University Georgia აცხადებს საბუთების მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე.
რეგისტრაციის პირობები:
- – მაგისტრანტობის კანდიდატების დოკუმენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2024 წლის 27
აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით. - – დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები მიიღება შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: https://applywu.webster.edu/account/register?r=https://applywu.webster.edu/portal/apply, ხოლო დოკუმენტების ბეჭდური ვერსიები მიიღება შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.
- – გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 12 სექტემბერს 14:00 საათზე, ხოლო
ინტერვიურება – 16:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82. - – ინგლისური ენის გამოცდისა და ინტერვიურების შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 13
სექტემბერს ვებგვერდზე: www.webster.edu.ge - – ინგლისური ენის გამოცდის და ინტერვიუირების შესახებ საჩივრები მიიღება 2024 წლის 16
სექტემბრის ჩათვლით. შემდეგი იმეილის მეშვეობით: Tbilisiadmissions@webster.edu - – მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვის შესახებ საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2024
წლის 17 სექტემბერს ვებგვერდზე: www.webster.edu.ge
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://applywu.webster.edu/account/register?r=https://applywu.webster.edu/portal/apply - კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო
ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული
ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
– ფოტოსურათი 3×4;
– სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის
დოკუმენტის ასლი);
– სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო
აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან
ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია
შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული და სათანადოდ
დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი
(ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში
დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის
ატვირთვა);
– უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე
წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული
ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი.