ცხადდება მობილობა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში, შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10
ადგილი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
გ) ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი.
- პროგრამებზე დაშვების წინაპირობად განისაზღვრება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (*TOEFL (ibt: 80), TOEFL (pbt: 550), IELTS(academic: 6.0), Duolingo (110), Pearson (53), Cambridge academic English (169), password (6.0), gtec (1201), itep
(3.7), sat’s English-based reading and writing score (450), act composite score (23)). - მობილობის შესახებ განაცხადის გაკეთება დასაშვებია 2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის 18:00
საათამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://students.emis.ge/. - მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში 2026 წლის
12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –
ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო
ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები);
დ) გავლილი საგნების/სასწავლო კურსების აღწერები ან სილაბუსები ინგლისურ ენაზე (არსებობის
შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო
აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში). - მობილობის მსურველი იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის
დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, 2026 წლის 17 თებერვალს ჩატარდეს შიდა
საუნივერსიტეტო გამოცდა. - დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 09:00-
დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ონლაინ მისამართზე
[email protected]. - ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამასთან
მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის
შედეგების თავსებადობისა და კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს 2026
წლის 19 თებერვლის ჩათვლით.
