📢Webster University Tbilisi-ში სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები წარმატებით ჩატარდა, რაც სტუდენტთა აქტიური მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაძლიერების მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა — ელიზავეტა ბაუჟაძე და ლილუ თოიძე-ლიმინი. ხმათა მნიშვნელოვანი უპირატესობით, 83%-ით, გამარჯვება მოიპოვა ლილუ თოიძე-ლიმინიმ და მისი გუნდმა.
სტუდენტური თვითმმართველობა ვებსტერისათვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, სადაც ახალგაზრდები ავითარებენ პასუხისმგებლობის გრძნობას, ლიდერობას, გუნდურ მუშაობას და უშუალოდ ეცნობიან დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
ვულოცავთ ახლად არჩეულ სტუდენტურ თვითმმართველობას და მოუთმენლად ველით მათ მნიშვნელოვან წვლილს ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსზე სტუდენტური ცხოვრების განვითარებაში! 💙💛