Webster University Tbilisi აბიტურიენტებს სთავაზობს მიიღონ $1900 შიდა გრანტი და ისწავლონ საერთაშორისო აკადემიურ გარემოში. Webster University Tbilisi-ის არჩევის შემთხვევაში მათ ექნებათ შესაძლებლობა 7900$-ის ნაცვლად წლიურად 6000$-ის ღირებულებით მიიღონ ამერიკული განათლება საქართველოში და მოიპოვონ საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი .
შეგახსენებთ, რომ Webster University წარმოადგენს გლობალურ ამერიკულ უნივერსიტეტს, რომლის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თანამედროვე განათლება, გაიფართოონ საერთაშორისო გამოცდილება და მოემზადონ წარმატებული კარიერისთვის გლობალურ ბაზარზე.
$1900 შიდა გრანტის მიღების პირობები
გრანტის მისაღებად აპლიკანტებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები:
- აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი
- აირჩიონ Webster University Tbilisi პირველ პრიორიტეტად (უნივერსიტეტის კოდი: 202)
- ჰქონდეთ მინიმუმ 2.5 GPA (სკოლის ბოლო 3 წლის ნიშნების მიხედვით)
გრანტის შენარჩუნების პირობები
აღნიშნული გრანტი ვრცელდება პირველ სასწავლო წელზე, თუმცა შესაძლებელია გრანტის შენარჩუნება მომდევნო წლებშიც იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- დარჩება სრული დატვირთვის (full-time) სტუდენტი
- შეინარჩუნებს კარგ აკადემიურ მოსწრებას -მინიმუმ 3.7 GPA-ს
რას სთავაზობს Webster University Tbilisi სტუდენტებს
🌍 გლობალური შესაძლებლობები – სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ Webster University-ის საერთაშორისო კამპუსებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Study Abroad პროგრამის ფარგლებში.
🚀 კარიერული განვითარების შესაძლებლობები – უნივერსიტეტის პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტების მომზადებაზე გლობალურ კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებისთვის.
👩🏫 მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი – სწავლება ხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორების მიერ.
🎉 გლობალური სტუდენტური ქსელი – სტუდენტები ხდებიან მრავალფეროვანი საერთაშორისო სტუდენტური საზოგადოების ნაწილი და სარგებლობენ გლობალური ქსელის შესაძლებლობებით.
🎓 აქტიური სტუდენტური ცხოვრება – უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სტუდენტურ აქტივობებსა და ღონისძიებებს.
🤝 თანამედროვე აკადემიური რესურსები – სტუდენტებს აქვთ წვდომა უნივერსიტეტის უნიკალურ ელექტრონულ საბიბლიოთეკო რესურსებსა და სასწავლო პლატფორმებზე.
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის:
📧 [email protected]
📞 +995 550 00 05 84
