2025 წლის 18-23 მაისს, ვებსტერის უნივერსიტეტის სხვადასხვა საერთაშორისო კამპუსის სტუდენტები ჟენევაში შეიკრიბნენ Webster Global Student Leadership Summit 2025-ზე. სამიტის მიზანი იყო სტუდენტთა ლიდერული უნარების განვითარება, კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე გლობალური საკითხების გაანალიზება.
📍 ვებსტერ თბილისის კამპუსიდან მონაწილეებად შეირჩნენ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები — ლუკა ოქროპირაშვილი და ელიზავეტა ბაუჟაძე. მათ წარმატებით გაიარეს 16-კვირიანი ონლაინ მოსამზადებელი კურსი და შემდგომ პირისპირ იმუშავეს საერთაშორისო გუნდებში ჟენევაში.
📌 სამიტის აქტივობები მოიცავდა:
- სემინარებსა და ქეისებზე მუშაობას Kouzes და Posner-ის ლიდერული მოდელის (LPI) საფუძველზე
- ვიზიტებს საერთაშორისო ორგანიზაციებში
- ყოველდღიურ თემატურ სესიებს და გამოცდილების გაზიარებას გლობალურ კონტექსტში
🔍 მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, გარემოს მდგრადობა, სოციალური უთანასწორობა და ხელოვნური ინტელექტის გავლენა.
🚀 აღნიშნული პროგრამა აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, შეიძინონ პრაქტიკული ლიდერული გამოცდილება და განივითარონ თანამშრომლობის უნარები მრავალკულტურულ გარემოში. ვებსტერის უნივერსიტეტი მსგავს სამიტებს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მართავს
✨ ვებსტერ უნივერსიტეტი თბილისი ულოცავს ლუკასა და ელიზავეტას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას!
rom May 18 to 23, 2025, students from various international campuses of Webster University gathered in Geneva for the Webster Global Student Leadership Summit 2025. The summit aimed to develop student leadership skills, foster intercultural collaboration, and explore pressing global issues.
📍 Representing Webster University Tbilisi, International Relations students Luka Okropirashvili and Elizaveta Bauzhadze successfully completed a 16-week preparatory online course and then joined international teams for the in-person summit in Geneva.
📌 Summit activities included:
- Seminars and casework based on the Kouzes and Posner Leadership Model (LPI)
- Visits to international organizations
- Daily themed sessions and global experience exchange
🔍 Participants discussed key global challenges such as mental health, environmental sustainability, social inequality, and the impact of artificial intelligence.
🚀 This program empowers students with hands-on leadership experience and enhances their collaboration skills in a multicultural environment.
✨ Webster University Tbilisi congratulates Luka and Elizaveta on this significant international achievement!