მაგისტრანტობის კანდიდატების დოკუმენტების რეგისტრაცია Webster University Tbilisi-ში მიმდინარეობს 2026 წლის 24 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები მიიღება შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: Register Account (webster.edu). დოკუმენტების ბეჭდური ვერსიები მიიღება შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.
- გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2026 წლის 15 სექტემბერს 14:00
საათზე, ხოლო ინტერვიურება – 16:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ილია
ჭავჭავაძის გამზირი N82. - ინგლისური ენის გამოცდისა და ინტერვიურების შედეგები გამოცხადდება
2026 წლის 17 სექტემბერს ვებგვერდზე: www.webster.edu.ge - ინგლისური ენის გამოცდის და ინტერვიუირების შესახებ საჩივრები
მიიღება 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით. შემდეგი იმეილის მეშვეობით:
[email protected] - მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვის შესახებ საბოლოო შედეგები
გამოცხადდება 2026 წლის 21 სექტემბერს ვებგვერდზე: www.webster.edu.ge
რეგისტრაციის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია - კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://applywu.webster.edu/account/register?r=https://applywu.webster.edu/portal/apply - კანდიდატი ვალდებულია ელექტრონულთან ერთად წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID
ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის
ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის
დედანი); - ფოტოსურათი 3×4;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე
რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი); - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის –
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის
ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო
დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული და სათანადოდ
დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების
ფურცელი (ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო
ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად
დამოწმებული ასლის ატვირთვა); - უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების
შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და
განათლების აღიარების დოკუმენტი.
