ვებსტერის უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ვაკანსიაა.

ვებსტერის უნივერსიტეტი აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ადამიანური რესურსების სტრატეგიული ხელმძღვანელობა

2. პერსონალის შერჩევა და დანიშვნა

3. თანამშრომლებთან ურთიერთობა და კონფლიქტების გადაწყვეტა

4. დასაქმებულ პირთა მოვალეობების შესრულების მართვა

5. ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების მექანიზმების უზრუნველყოფა

6. საკადრო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისობის უზრუნველყოფა

7. ანაზღაურებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება

8. თანამშრომელთა ჩართულობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესრუსების მართვაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან
    შესაბამის სფეროში (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს).
  • ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება, სასურველია, უმაღლესი განათლების
    სფეროში.
  • ადამიანური რესურსების მართვის რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა.
  • შესანიშნავი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
  • ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიების შემუშავების დადასტურებული ცოდნა და
    უნარები.
  • გამოცდილება კვალიფიციური კადრების შერჩევაში, დასაქმებულ პირებთან ურთიერთობასა და
    ორგანიზაციის განვითარებაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

– რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– დიპლომის და დიპლომის დანართის ასლები;

– იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საჭიროა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების ცნობის წარმოდგენა;

– სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

საკონკურსო განაცხადის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- Tbilisi@webster.edu