Webster University Georgia-ში, ამერიკის დამოუკიდებლობის 248-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის ფინალურ ღონისძიება გაიმართა.
Webster University Georgia-ს ყოველწლიური ესეების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების წახალისებას, ისევე, როგორც კვლევისა და წერის უნარების განვითარებას სკოლის მოსწავლეებში.
კონკურსში მონაწილეობა როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის 50-მდე მოსწავლემ მიიღო და 3 გამარჯვებული გამოვლინდა, საპრიზო ფონდი კი 1000 ლარს შეადგენდა.
გამარჯვებულები არიან:
პირველი ადგილი – მარიამ ჯუღელი, ქალაქ ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.
მეორე ადგილი – ანასტასია კიკაბიძე, ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლა.
მესამე ადგილი – ნიკოლოზ პავლიაშვილი, ქალაქ კასპის პირველი საჯარო სკოლა.
პრიზები და სერთიფიკატები მონაწილეებს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ჟიურის წევრებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო პალატის, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, Forbes-ისა და სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის წარმომადგენლები