ვაკანსიის დასახელება: აკადემიური კოორდინატორი
პოზიცია: სრული განაკვეთი
ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 82, თბილისი 0179
ძირითადი პასუხისმგებლობები:
• აკადემიური პროგრამებისა და ინიციატივების ზედამხედველობა, მათი ფილიალის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
• თანამშრომლობა სამთავრობო ორგანოებთან, სტრუქტურულ ერთეულებთან და აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სასწავლო გეგმის შემუშავებისა და მიწოდების გასაუმჯობესებლად.
• სტუდენტებისთვის აკადემიური კონსულტაციის, სწავლების და სხვა დამხმარე სერვისების კოორდინაცია, რათა დაეხმაროს მათ საგანმანათლებლო მიზნების მიღწევაში. ეს შეიძლება მოიცავდეს ზედამხედველობას, კადემიურ პერსონალთან ურთიერთობას და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებას.
• აკადემიური პროგრამების მენეჯმენტი
• აკადემიური პროცესის ხარისხისა და ფაკულტეტის პროფესიული ზრდის ამაღლებაზე ზრუნვა.
• კომუნიკაცია გარე დაინტერესბულ მხარეებთან პროგრამების ბაზართან შესამაბისობის უზრუნვეყოფისათვის
აკადემიურ კოორდინატორი ასევე ვალდებულია დაიცვას ყველა შესაბამისი ინსტიტუციური პოლიტიკა, პროცედურა და ეთიკური სტანდარტები თავისი მოვალეობების შესრულებისას.
დეტალური ინფორმაციისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• დოქტორის ხარისხი
• გამოცდილება უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, აკადემიურ ლიდერობაში ან მსგავს შესაბამის თანამდებობაზე.
• სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზაციული მართვის უნარები.
• ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი.
• სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთერთობისა და თანამშრომლობის უნარი.
• უმაღლესი განათლების პოლიტიკის, სტანდარტებისა და ინდუსტრიის ტენდენციების ცოდნა
საჭირო დოკუმენტები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2024 წლის 20 აგვისტომდე ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნოს საჭირო საბუთები მისამართზე tbilisi@webster.edu.
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლები.