Webster University Tbilisi-ის გუნდი Young Professional Fellowship Georgia 2025-ზე

15–17 ივლისს, თბილისის Marriott Hotel-ში, გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე- Young Professional Fellowship Georgia 2025, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას გლობალური ლიდერობის, კლიმატის ცვლილების, ციფრული ადვოკატირებისა და ეთიკური მართვის მიმართულებით, Webster University Tbilisi-ს გუნდი წარმატებით წარსდგა.

🎤 ვებსტერ თბილისის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა ცხოვრებაძემ , როგორც ერთ-ერთმა მთავარმა სპიკერმა, კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე:

“Towards Global Citizenship: Inspire a Shared Vision to Become an Exemplary Leader”

მისი გამოსვლა დაეთმო გლობალური მოქალაქეობის მნიშვნელობას, ახალგაზრდობის ჩართულობას და ლიდერობის როლს თანამედროვე მსოფლიო ცვლილებებში.

👥 Webster University Tbilisi -ს მაგისტრატურის სტუდენტები კი – იოანე მახარაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი და ალესანდრ ბერიშვილი — მონაწილეობდნენ კონფერენციაში დელეგატების სტატუსით და ჩაერთნენ მრავალფეროვან დისკუსიებში, პრაქტიკულ სესიებსა და სამუშაო ჯგუფებში.

📣 Young Professional Fellowship Georgia ეძღვნება ახალგაზრდობის გაძლიერებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად და მათ ჩართულობას სამოქალაქო აქტივიზმსა და გლობალურ ცვლილებებში.