აბიტურიენტების საყურადღებოდ !

აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება!💥

რეგისტრაციის ვადები:

აბიტურიენტები, რომლებიც Webster University Tbilisi- ში აბარებენ, 29 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ონლაინ პორტალზე https://applywu.webster.edu/portal/apply და ასევე ადგილზე წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID
ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის
ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის
დედანი);
 ფოტოსურათი 3×4;
 სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის –
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის 30დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად
დამოწმებული ასლი;
 არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში წარსადგენია/ასატვირთია პირის
დაბადების მოწმობის ასლი.
 ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, toefl (ibt: 80), toefl
(pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic
english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score
(450), act composite score (23)

დოკუმენტების ბეჭდური ვერსიები მიიღება შემდეგ
მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.

სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში გამოცდა ინგლისურ ენაში ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით ჩატარდება 2025 წლის 11 სექტემბერს 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 12
სექტემბერს ვებგვერდზე: www.webster.edu.ge

💫მოამზადე დოკუმენტები და დაიწყე შენი საერთაშორისო აკადემიური მოგზაურობა Webster University Tbilisi-ში!

☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი [email protected]