სტუდენტთა გარე მობილობა webster University Tbilisi-ში

ცხადდება მობილობა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში, შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10
ადგილი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
გ) ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5
ადგილი.

  1. პროგრამებზე დაშვების წინაპირობად განისაზღვრება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (*TOEFL (ibt: 80), TOEFL (pbt: 550), IELTS(academic: 6.0), Duolingo (110), Pearson (53), Cambridge academic English (169), password (6.0), gtec (1201), itep
    (3.7), sat’s English-based reading and writing score (450), act composite score (23)).
  2. მობილობის შესახებ განაცხადის გაკეთება დასაშვებია 2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის 18:00
    საათამდე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე:
    https://students.emis.ge/.
  3. მობილობის მსურველმა პირმა ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში 2026 წლის
    12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
    ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
    პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –
    ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
    გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო
    ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს
    საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები);
    დ) გავლილი საგნების/სასწავლო კურსების აღწერები ან სილაბუსები ინგლისურ ენაზე (არსებობის
    შემთხვევაში);
    ე) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო
    აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ვ) პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ზ) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის
    არსებობის შემთხვევაში).
  4. მობილობის მსურველი იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის
    დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, 2026 წლის 17 თებერვალს ჩატარდეს შიდა
    საუნივერსიტეტო გამოცდა.
  5. დოკუმენტების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 09:00-
    დან 17:00 საათამდე მისამართზე: ილია ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო ან ონლაინ მისამართზე
    [email protected].
  6. ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. – ის ფილიალი საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამასთან
    მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის
    შედეგების თავსებადობისა და კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს 2026
    წლის 19 თებერვლის ჩათვლით.