მორიგი წარმატებული ტრენინგი მასწავლებლებისთვის Webster University Tbilisi-ში

📅 28 თებერვალს Webster University Tbilisi-ის კამპუსში გაიმართა ტრენინგი თემაზე:
🔷 ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენება ინტერაქციული სწავლებისა და შეფასებისთვის

ტრენინგში მონაწილეობდნენ მასწავლებლები როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობასა და ფართო ინტერესს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განავითარეს ტექნოლოგიური უნარები და პრაქტიკულად იმუშავეს შემდეგ ციფრულ აპლიკაციებთან:
🔸 Nearpod — ინტერაქტიული გაკვეთილების შექმნა;
🔸 Genially — სასწავლო პროცესის გემიფიკაცია და ინტერაქტიული აქტივობები;
🔸 Canva — საგანმანათლებლო რესურსებისა და პრეზენტაციების დიზაინი;
🔸 Mentimeter — მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა ინტერაქტიული შეკითხვებით;
🔸 Padlet — კოლაბორაციული მუშაობა და იდეების გაზიარება რეალურ დროში.

👩‍🏫 ტრენინგს უძღვებოდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ტრენერი — თამარ თაბუკაშვილი.

Webster University Tbilisi აქტიურად უჭერს მხარს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და ხელს უწყობს თანამედროვე, ინტერაქციული სწავლების მეთოდების დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.