UNI4VERSE-ის შესარჩევი ეტაპი ვებსტერის უნივერსიტეტში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) საუნივერსიტეტო კონკურსის — UNI4VERSE-ის შესარჩევ ეტაპზე ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა სამმა გუნდმა საკუთარი პროექტები წარადგინა.

🚀 წლევანდელი კონკურსის თემაა FINEDU — ფინანსური განათლება. გუნდებმა პროექტები შემდეგი მიმართულებებით წარმოადგინეს:

1️⃣ ფინანსური სერვისების ინტეგრაცია

2️⃣ ფინანსების გრძელვადიანი დაგეგმვა

3️⃣ ყოველდღიური ფინანსები და ბიუჯეტის ეფექტური მართვა

🎉 შესარჩევი ეტაპის შედეგად შეირჩა გუნდი ,, მომავალი”, რომელიც კონკურსის მომდევნო ეტაპზე წარადგენს პროექტს.

ვულოცავთ შერჩეულ გუნდს და წარმატებას ვუსურვებთ!