საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FinTech (ფინანსური განათლება). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები რეალური ფინანსური გამოწვევებისთვის.
💡 რა გამოწვევებზე იმუშავებენ მონაწილეები?
- ფინანსური სერვისების ინტეგრაცია: ახალი ფინანსური ტექნოლოგიების არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია რთულია, ხოლო მომხმარებელს უჭირს მრავალფეროვან სერვისებში ოპტიმალურის არჩევა.
- გრძელვადიანი დაგეგმვა: გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებები (ინვესტიციები, საპენსიო დანაზოგები) აღიქმება რთულ პროცესად, რაც დაბალ ჩართულობას იწვევს.
- ფინანსური უსაფრთხოება: მომხმარებლები ხშირად ხდებიან ფინანსური თაღლითობისა და კიბერ-დამნაშავეების მსხვერპლი დაბალი ინფორმირებულობისა და უყურადღებო ქცევის გამო.
- ყოველდღიური ფინანსები: ადამიანებს უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გონივრული მართვა, ბიუჯეტირება და მიზნობრივი დანაზოგის შექმნა.
- მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები: მცირე ბიზნესებს აკლიათ მარტივი ინსტრუმენტები ფულადი ნაკადების (Cash Flow) წინასწარ გასაანალიზებლად, რაც მოულოდნელ ფინანსურ კრიზისებს იწვევს.
🏆 რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
- 🥇 პირველადგილოსანი სტუდენტური გუნდი გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე!
- 🏛️ 20,000 ლარის ოდენობის გრანტი
🎓 ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის, 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ გუნდურად.
შიდა კონკურსის შედეგად, ჩვენს უნივერსიტეტს ფინალში წარმოადგენს 1 საუკეთესო გუნდი (2–4 სტუდენტი +1 მენტორი).
🚀 კონკურსის განრიგი:
- საინფორმაციო შეხვედრები & ვორქშოფები უნივერსიტეტში
- ონლაინ სესიები იდეის დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე
- 26–30 ოქტომბერი: ინტენსიური ტრენინგები (AI/ML, Software Dev, მეწარმეობა), მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში.
- 2 ნოემბერი: Demo Day თბილისის ტექნოპარკში 🚀
პროექტის განმახორციელებელია: “ინოვაციური განათლების ფონდი”
📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი
🔗 სარეგისტრაციო ფორმა: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo
