Webster University Georgia-ს წლევანდელი საზაფხულო სკოლა მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის დასრულდა.
ვებსტერის საზაფხულო სკოლის მიზანია:
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები.
წაახალისოს კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების გამომუშავება.
დაეხმაროს მონაწილეებს სასურველი პროფესიული მიმართულებების განსაზღვრაში.
გარდა აკადემიური სესიებისა ერთი ვკირის მანძილზე სტუდენტები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ინტერაქციულ დისკუსიებსა და სახალისო გუნდურ აქტივობებში.
დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა ლექტორებთან ერთად განიხილეს განვლილი ერთი კვირა, ბოლოს კი გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
საზაფხულო სკოლა სრულად დააფინანსა Webster University Georgia-მ, აღნიშნული პროექტის განხორციელება კი შემდეგ წლებშიც იგეგმება.