Webster University Georgia-ში აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადები:
- – აბიტურიენტთა დოკუმენტების რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 30 აგვისტოდან 11
სექტემბრის ჩათვლით. - – დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები მიიღება შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: https://applywu.webster.edu/portal/apply
- – დოკუმენტების ბეჭდური ვერსიები მიიღება შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.-
- -გამოცდა ინგლისურ ენაში ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით ჩატარდება 2024 წლის 12 სექტემბერს 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N82.
- – ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 13 სექტემბერს ვებგვერდზე www.webster.edu.ge
- – აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე.
- რეგისტრაციის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:-
- – აბიტურიენტი წარმოადგენს განცხადებას და ავსებს სარეგისტრაციო ფორმას შემდეგ ბმულზე: https://applywu.webster.edu/account/register?r=https://applywu.webster.edu/portal/apply
- აბიტურიენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- 1. – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო
- ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული
ქართულენოვანი თარგმანის დედანი); - – ფოტოსურათი 3×4;
- – სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო
აღრიცხვაზე ყოფნის 30დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში წარსადგენია/ასატვირთია პირის დაბადების მოწმობის ასლი.
- – ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).