📅 24 თებერვალს Webster University Tbilisi-ის ორგანიზებითა და ჩართულობით, სკოლა ოლიმპი-ის მოსწავლეებს ეწვიათ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ლექტორი, ბელგიელი პროფესორი გიომ მალერტი, რომელმაც სამეცნიერო ლექციების სერიის ფარგლებში წაიკითხა მოხსენება თემაზე:
🔷 „ინფორმაციული დარღვევები და მათი გავლენა საზოგადოებრივ დისკურსზე ციფრული კომუნიკაციის ეპოქაში“
ლექციის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეანალიზებინათ ციფრული მედიის გავლენა საზოგადოებრივ პროცესებზე, ემსჯელათ ინფორმაციული გარემოს თანამედროვე გამოწვევებზე და დაესვათ შეკითხვები საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ფარგლებში Webster University Tbilisi-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ასევე გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობები და სტუდენტური ცხოვრება, რაც დაეხმარება მათ მომავალი აკადემიური და პროფესიული გზის უფრო გააზრებულად დაგეგმვაში. 📚
Webster University Tbilisi აქტიურად განაგრძობს სკოლებთან თანამშრომლობას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას.
